ქართველი მცველი გერმანიაში 2-ნომრიანი მაისურით იასპარეზებს

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების 25 წლის მცველი გურამ გიორბელიძე დრეზდენის "დინამოს" ოფიციალურად შეუერთდა და იჯარის წესით იასპარეზებს - ამის შესახებ გერმანული კლუბის ოფიციალური გვერდი იუწყება.

სპორტული დირექტორი რალფ ბეკერი ამბობს:

"გიორბელიძე არის ფეხბურთელი, რომელიც ჩვენს ფილოსოფიას როგორც მოედანზე, ისე მის გარეთ განასახიერებს. მცველი ინტენსიური თამაშის სტილით გამოირჩევა. ის 2-ნომრიანი მაისურით იასპარეზებს. მოხარული ვარ, რომ ყველა პოზიციაზე ორი ფეხბურთელის შეძენა შევძელით."

კომენტარი ქართველმა ფეხბურთელმაც გააკეთა:

"მიხარია, რომ საშუალება მეძლევა, საკუთარი შესაძლებლობები ისეთ ძლიერ და მომხიბვლელ კლუბში გამოვცადო, როგორიც დრეზდენის "დინამოა". მსურს, ნდობა მოედანზე
გავამართლო."

გიორბელიძე ავსტრიული "ვოლფსბერგერის" საკუთრებაა. მას საქართველოს ნაკრებში დებიუტი ვილი სანიოლის პირველივე შეხვედრაში ჰქონდა და თავი მშვენივრად წარმოაჩინა.

"დინამო" მეორე ბუნდესლიგაში გამოდის და ორი ტურის შემდეგ, 4 ქულით, მესამე ადგილს იკავებს.

altგურამ გიორბელიძე კარიერას გერმანიაში განაგრძობს

altგურამ გიორბელიძე: ცოტათი რომ გაგვმართლებოდა, ერთი ქულის მოპოვება შეგვეძლო

მკითხველის კომენტარები / 3 /
წარმატბები გურამს
ძალიან მაგარია მეორე ბუნდესლიგა და ძალიან თუ მოინდომებს კიდევ უფრო წინ წავა
Toma
11 აგვისტო 2021 17:08
0
ჩემი სუბიექტური აზრით , გერმანიის მეორე ბუნდესლიგა ავსტრიისას იმით ჩამოუვარდება მხოლოდ რომ ევრო თასებზე ვერ გადიხარ , სამაგიეროდ შეგიძლია ბუნდესლიგაში გადახვიდე . წარმატებები გურამს , სათამაშო პრაქტიკა და გურამი სულ ფორმაში იქნება და სულ მაგრად და გულით იტამაშებს ნაკრებში
ლშა
11 აგვისტო 2021 16:36
0
ეგ გუნდი სასწრაფოდ, ამ სეზონშივე ბუნდესლიგაში უნდა გადაბარგდეს!
N
11 აგვისტო 2021 16:29
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული