"ლეხი" სახლში აუტსაიდერთან დამარცხდა - წიტაიშვილი მაინც არ ათამაშეს

AutoSharing Option
პოლონეთის ექსტრაკლასას 21-ე ტურში "ლეხი" საკუთარ მოედანზე 1:2 დამარცხდა ერთ-ერთ აუტსაიდერ "ზაგლემბესთან".

მასპინძელთა გუნდში შესვენებამდე ითამაშა ნიკა კვეკვესკირმა, გიორგი წიტაიშვილი კი მწვრთნელმა ისევ სათადარიგოთა შორის დატოვა. სტუმართა რიგებში განაცხადში არ იყო გურამ გიორბელიძე, ხოლო თორნიკე გაფრინდაშვილი არ ათამაშეს.

"ლეხი" 36 ქულით მესამე ადგილზეა, 24 თებერვალს კონფერენს ლიგის საპასუხო 1/16-ფინალურ მატჩში "ბოდო გლიმტს" უმასპინძლებს, 26 თებერვალს კი ჩემპიონატზე სტუმრად "შლიონსკს" დაუპირისპირდება.

მკითხველის კომენტარები / 6 /
Tu ar chirdebat ianvarshi sxvagan gaeshvat mainc,aset kofnas gundshi ra azri aqvs?! maset dgeshi arian xaraishvili,abuashvili,xarabadze... unda gadavidnen iq sadac itamasheben.
Givi
11:53 20-02-2023
0
ვინ ჰყავს ასეთი წიტას ადგილზე , კაცი მსოფლიო ჩემპიონია და სათაგარიგოებში ტოვებს. სხვაგან გადადი წითა,
ვანჩოპე
11:24 20-02-2023
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული