
ბათუმის "დინამო" იტყობინება, რომ საქართველოს ნაკრების 26 წლის მარცხენა მცველი გურამ გიორბელიძე მათ გუნდში გააგრძელებს კარიერას:
"უკვე ოფიციალურად შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ ახალი სეზონიდან ჩვენი გუნდის ღირსებას 26 წლის ქართველი განაპირა მცველი - გურამ გიორბელიძე დაიცავს.
ოფიციალური კონტრაქტი ითვალისწინებს 6-თვიან იჯარას პოლონური "ზაგლებიედან".
ბათუმის "დინამოში" 28 წლის ნახევარმცველი ბენჟამინ ტეიდი დაბრუნდა, რომელიც 2022 წლის დეკემბერში თელ-ავივის "ჰაპოელში" გადავიდა.