სპორტული დირექტორი რალფ ბეკერი ამბობს:
"გიორბელიძე არის ფეხბურთელი, რომელიც ჩვენს ფილოსოფიას როგორც მოედანზე, ისე მის გარეთ განასახიერებს. მცველი ინტენსიური თამაშის სტილით გამოირჩევა. ის 2-ნომრიანი მაისურით იასპარეზებს. მოხარული ვარ, რომ ყველა პოზიციაზე ორი ფეხბურთელის შეძენა შევძელით."
კომენტარი ქართველმა ფეხბურთელმაც გააკეთა:
"მიხარია, რომ საშუალება მეძლევა, საკუთარი შესაძლებლობები ისეთ ძლიერ და მომხიბვლელ კლუბში გამოვცადო, როგორიც დრეზდენის "დინამოა". მსურს, ნდობა მოედანზე
გიორბელიძე ავსტრიული "ვოლფსბერგერის" საკუთრებაა. მას საქართველოს ნაკრებში დებიუტი ვილი სანიოლის პირველივე შეხვედრაში ჰქონდა და თავი მშვენივრად წარმოაჩინა.
"დინამო" მეორე ბუნდესლიგაში გამოდის და ორი ტურის შემდეგ, 4 ქულით, მესამე ადგილს იკავებს.
გურამ გიორბელიძე კარიერას გერმანიაში განაგრძობს
გურამ გიორბელიძე: ცოტათი რომ გაგვმართლებოდა, ერთი ქულის მოპოვება შეგვეძლო
ძალიან მაგარია მეორე ბუნდესლიგა და ძალიან თუ მოინდომებს კიდევ უფრო წინ წავა