"მილანმა" კვარაცხელიას პოზიციაზე ფეხბურთელი 15 მილიონ ევროდ დაიმატა

AutoSharing Option
წამყვანი იტალიური გამოცემები წერენ, რომ "მილანმა" "ბორდოდან" 21 წლის ფრანგი შემტევი იაკინ ადლი დაიმატა.

"როსონერიმ" ახალგაზრდა ფეხბურთელის სანაცვლოდ 15 მილიონი ევრო გადაიხადა (ბონუსების სახით).

ადლი დღეს ჟირონდული კლუბის ვარჯიშზე აღარ გამოჩენილა, ის დღეს ან ხვალ გაემგზავრება იტალიაში და "მილანთან" კონტრაქტს მოაწერს ხელს.

ადლი პსჟ-ის აღზრდილია, 2019 წლიდან კი "ბორდოში" ბურთაობდა.

ეს ტრანსფერი ჩვენთვის საინტერესო იმითაა, რომ ერთი ხანობა იწერებოდა, "მილანი" ამ პოზიციაზე ხვიჩა კვარაცხელიას იმატებსო...

მკითხველის კომენტარები / 4 /
ხვიჩას პოზიციაზე ეს არ თამაშიბს და თან არც გადმოსულა. შეთავაზება იყო 12 მილიონი და შემდიეგი გაყიდვიდან 10%
0
პრინციპში არ მინდოდახვიჩას გადასვლა მილანში მაგრამ მიდი ხვიჩა ანანე
გიორგი
04:30 12-08-2021
0

სიახლეები პოპულარული