"ვალენსიას" თავკაცი მატჩის წინ მეკარეებზე საუბრობს

AutoSharing Option
"ვალენსიას" მთავარმა მწვრთნელმა ხოსე ბორდალასმა "ხეტაფესთან" გასამართი შეხვედრის წინ პრესკონფერენცია გამართა და მეკარეების საკითხზეც ისაუბრა:

"იასპერ სილესენი თავს ბევრად უკეთ გრძნობს. უკანასკნელ ვარჯიშზე გადავწყვეტთ, რამდენად იქნება ის მზად, ხვალინდელ შეხვედრაში ითამაშოს.

რაც შეეხება ხაუმე დომენეკს, მას მუხლი ისევ აწუხებს, მაგრამ უახლოეს მომავალში გუნდის დახმარებას შეძლებს."

Sportall.Ge

მოგეხსენებათ, ქართველმა კიპერმა გიორგი მამარდაშვილმა ამხანაგურ შეხვედრებში მშვენიერი შთაბეჭდილება დატოვა და ესპანურ პრესაში ლა ლიგის პირველი ტურისთვის ძირითად შემადგენლობაში სწორედ მას მოაიაზრებდნენ.

"ვალენსიასა" და "ხეტაფეს" შეხვედრა, რომელიც ესპანეთის ჩემპიონატის ახალ სეზონს გახსნის, 13 აგვისტოს, თბილისის
დროით, 23:00 საათზე გაიმართება.

altესპანური მედია: თუ სილესენმა ტრავმა ვერ მოირჩინა, მამარდაშვილი პირველი მეკარე გახდება

altმამარდაშვილს "ვალენსიას" ძირითადში მოიაზრებენ



მკითხველის კომენტარები / 3 /
გიორგიმ დროის მოკლე მონაკვეთში,ძალიან ბევრი მოასწრო.რისი გაკეთებაც შეიძლებოდა,იმაზე მეტიც კი გააკეთა.დაამტკიცა,რომ შეიძლება მას ახლავე ენდონ და არ უმტყუნებს.ახლა ხელმძღვანელების გადასაწყვეტია,როგორ მოიქცნენ.ვფიქრობ შეეცდებიან საკმარისი სათამაშო პრაქტიკა მისცენ,საკმაოდ მაღალ დონეზე და ახალგაზრდულ შემადგენლობაში აღარ მოაცდენენ.ან ძირითად გუნდში გაამწესებენ,ან კიდევ შესაძლოა მოკლე იჯარით გაუშვან,სადმე.ასე თუ ისე,სეზონი იწყება და წარმატებები გიორგის.
სოსო
17:12 12-08-2021
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული