ლა ლიგა მამარდაშვილის მიერ კარის მშრალად შენახული მატჩით გაიხსნა - "მესტალია" გიორგის ფეხზე წამოუდგა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ლა ლიგის პირველი ტურის პირველ მატჩში "ვალენსიამ" საკუთარ მოედანზე "ხეტაფე" 1:0 დაამარცხა, "ღამურების" გამარჯვებაში კი მნიშვნელოვანი წვლილი ქართველმა მეკარემ გიორგი მამარდაშვილმა შეიტანა.

მამარდაშვილის ისტორია რაღაც დაუჯერებელია, საქართველოს ეროვნული ლიგიდან „ვალენსიაში“ ერთსეზონიანი იჯარით გადასული მეკარე მეორე გუნდში უნდა გაეშვათ, მაგრამ ძირითადმა გოკლიპერმა სილესენმა და მისმა დუბლიორმა დომენეკმა ტრავმები მიიღეს, ქართველმა ამხანაგურ მატჩებში თავი წარმოაჩინა და მწვრთნელმა ხოსე ბორდალასმა „ხეტაფესთან“ სასტარტოში დააყენა.

შეხვედრა კი უცნაურად დაიწყო: დებიუტშივე მასპინძელთა ნახევარმცველი გილამონი უხეშობისთვის პირდაპირი წითელი ბარათით გააძევეს, კაცნაკლულმა „ვალენსიამ“ შეუტია, ჩერიშევმა პენალტი მოიპოვა და
სოლერმა ანგარიში გახსნა. ამის შემდეგ სტუმრებმა მეტოქის კარზე იერიშების მიტანა დაიწყეს და ქართველმა კიპერმა სუარესის შესრულებული საჯარიმო მოიგერია. საერთოდაც უნდა ითქვას, გიორგი დამაჯერებელი გახლდათ, მშვიდად თამაშობდა და დაცვასაც ხელმძღვანელობდა, რაც აბსოლუტურად უცხო ქვეყანაში, სრულიად სხვა განზომილებაში მოხვედრილი 20 წლის ბიჭისგან, რომელმაც ესპანური ხეირიანად არ იცის, მართლაც გასაკვირია. „ღამურები“ კი მიუხედავად რიცხობრივ უმცირესობაში ყოფნისა, მოწინააღმდეგეს არაფერს უთმობდნენ, ჩერიშევს ანგარიშის გაზრდა სორიამ (ესეც ქართველი არ გეგონოთ, კასტილიელია) არ დაანება და პირველი ტაიმი 1:0 დასრულდა.

შესვენების შემდეგ თამაშის სურათი არ შეცვლილა, ორმხრივი შეტევებით მიმდინარეობდა, 55-ე წუთზე მამარდაშვილი კარგად გამოვიდა კარიდან, ლამაზ ნახტომში ბურთი საჯარიმოდან მუშტით გამოიტანა და ხიფათი განმუხტა. აქედან მოყოლებული „ხეტაფე“ ინიციატივას დაეუფლა, არამბარიმ სამი მომენტი ვერ გამოიყენა, შემდეგ მსაჯმა "ხეტაფეს" მცველი კაბაკო გააძევა, 84-ე წუთზე დუროს დარტყმული ბურთი მცველს მოხვდა, რიკოშეტირებული კარისკენ წავიდა და მამარდაშვილმა თავისი გუნდი კიდევ ერთხელ გადაარჩინა, ხოლო 93-ე წუთზე გიორგიმ საოცარი რეაქცია გამოავლინა და „ვალენსიას“ გამარჯვება მოუპოვა - ქართველ ლეგიონერს „მესტალია“ ფეხზე წამოუდგა.

გიორგიმ სპარინგების ჩათვლით "ვალენსიაში" ხუთი მატჩიდან ოთხში გოლი არ გაუშვა.

21 აგვისტოს, პრიმერას მეორე ტურში "ვალენსია" გასვლაზე "გრანადას" დაუპირისპირდება.

მკითხველის კომენტარები / 43 /
ასეთი ეპიზოდები სიხარულით და სიამაყით გავსებს. წამატებები გიორგის, კვარაცხელიას,ჩაკვეტაძეს, მიქაუტაძეს, წიტაიშვილს, ჩაბრაძეს, აზაროვს, ქოჩორაშვილს, გაგნიძეს - როგორი თაობა მოდის! ასევე ნინუას, ლოჩოშვილს, დავითაშვილს და ყველა ახალგაზრდა ფეხბურთელს განვითარებას და წარმატებებს ვუსურვებ.
ქართული ფეხბურთი გაიბრწყინებს, ისევე როგორც გაიბრწყინეს ძიუდოისტებმა და როგორი კაშკაშა ვარსკვლავი გვყავს ლაშა ტალახაძე.
ვისაც საქართველო და ქართული ფეხბურტი არ უყვარს, იმის დედაც...
არჩი
14 აგვისტო 2021 12:01
6
მართლაც კარგად ითამაშა, ურთულესი ბურთები მოიგერია.დაცვასაც თამამად ხელმძღვანელობდა. ბოლოს მაყურებელი ტაშით ფეხზე წამოუდგა.
ჯუჯი
14 აგვისტო 2021 07:38
0
ბრავო გიორგის! მე პოლონურ არხზე ვუყურე თამაშს და ჯიჯი მამარდაშვილიაო.გარეგნულად თუ დონარუმას გავს,სათამაშო კლასით ბუფონიაო.მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს.წარმატებები ჯიორგის ვალენსიაშიც და იმედია საქართველოს ნაკრებშიც!
BOSS
14 აგვისტო 2021 09:03
1
შენ გენაცვალე, გიორგი! ქართული სული, ქართული გენი უკვდავია!
ტყეშელაანთ გიჟი
14 აგვისტო 2021 02:50
0
როცა მოსკოვის დინამოსთან მის თამაშს ვუყურე ეტყობოდ რომ ყველაფერი ქონდა მაგარი მეკარე დამდგარიყო. საოცარი რეაქცია იღბალი და სიმშვიდე.მაშინ მოსკოვში ჭკვიანმა ხლახმა ეგრევე ურჩია მოსკოვურ მდიდარ კლუბებს ეყიდათ ქართველი საბედნიეროდ არ მოუსმინეს ამ ხალხს
Mosexoneli
14 აგვისტო 2021 07:12
0
კიდევაც დაიზდებიან ...
ამ გაუბედურებულ ქვეყანაში . ყოჩაღ ყოჩაღ
დათო
14 აგვისტო 2021 06:13
1
ყოჩაღ გიო, ნიჭიც გაქვს და არც შრომისმოყვარეობას უჩივი, თავშიც არ უნდა აგივარდეს და ეგაა სულ შემდგარი კარიერა.მადლობა და წარმატებები შენ!!!!!!!!!!!
გელა 8
14 აგვისტო 2021 10:33
0
ამ ეტაპზე ყველაზე ტიტულოვან კლუბში , სწორედ მამარდაშვილი თამაშობს და თანაც ძირითად შემადგენლობაში.

უდიდესი სიხარული და წარმატებაა ჩვენი ქვეყნისათვის, ვუყურებდი გუშინ მის მატჩს და ბოლო წუთებზე უბრალოდ სასწაული ჩაიდინა ჩვენმა გმირმა და ყველა გაგვახარა მისმა თავდაჯერებულმა სეივებმა.

ბრავო , ბრავო და ბევრი წარმატებები ჩვენს ლომს.
ფეხბურთი
14 აგვისტო 2021 14:48
0
ძალიან გახარებული ვარ რა გუნდში რა ჩემპიონატში წარმატებული დებიუტი, სულ წარმატწბით გევლოს საქართველოს სასახელოდ
მამუკა მუსელიანი
14 აგვისტო 2021 04:39
0
შენ გენაცვალე ჩვენი გახარებისთვის
irakli
14 აგვისტო 2021 01:15
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული