ლა ლიგა მამარდაშვილის მიერ კარის მშრალად შენახული მატჩით გაიხსნა - "მესტალია" გიორგის ფეხზე წამოუდგა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ლა ლიგის პირველი ტურის პირველ მატჩში "ვალენსიამ" საკუთარ მოედანზე "ხეტაფე" 1:0 დაამარცხა, "ღამურების" გამარჯვებაში კი მნიშვნელოვანი წვლილი ქართველმა მეკარემ გიორგი მამარდაშვილმა შეიტანა.

მამარდაშვილის ისტორია რაღაც დაუჯერებელია, საქართველოს ეროვნული ლიგიდან „ვალენსიაში“ ერთსეზონიანი იჯარით გადასული მეკარე მეორე გუნდში უნდა გაეშვათ, მაგრამ ძირითადმა გოკლიპერმა სილესენმა და მისმა დუბლიორმა დომენეკმა ტრავმები მიიღეს, ქართველმა ამხანაგურ მატჩებში თავი წარმოაჩინა და მწვრთნელმა ხოსე ბორდალასმა „ხეტაფესთან“ სასტარტოში დააყენა.

შეხვედრა კი უცნაურად დაიწყო: დებიუტშივე მასპინძელთა ნახევარმცველი გილამონი უხეშობისთვის პირდაპირი წითელი ბარათით გააძევეს, კაცნაკლულმა „ვალენსიამ“ შეუტია, ჩერიშევმა პენალტი მოიპოვა და
სოლერმა ანგარიში გახსნა. ამის შემდეგ სტუმრებმა მეტოქის კარზე იერიშების მიტანა დაიწყეს და ქართველმა კიპერმა სუარესის შესრულებული საჯარიმო მოიგერია. საერთოდაც უნდა ითქვას, გიორგი დამაჯერებელი გახლდათ, მშვიდად თამაშობდა და დაცვასაც ხელმძღვანელობდა, რაც აბსოლუტურად უცხო ქვეყანაში, სრულიად სხვა განზომილებაში მოხვედრილი 20 წლის ბიჭისგან, რომელმაც ესპანური ხეირიანად არ იცის, მართლაც გასაკვირია. „ღამურები“ კი მიუხედავად რიცხობრივ უმცირესობაში ყოფნისა, მოწინააღმდეგეს არაფერს უთმობდნენ, ჩერიშევს ანგარიშის გაზრდა სორიამ (ესეც ქართველი არ გეგონოთ, კასტილიელია) არ დაანება და პირველი ტაიმი 1:0 დასრულდა.

შესვენების შემდეგ თამაშის სურათი არ შეცვლილა, ორმხრივი შეტევებით მიმდინარეობდა, 55-ე წუთზე მამარდაშვილი კარგად გამოვიდა კარიდან, ლამაზ ნახტომში ბურთი საჯარიმოდან მუშტით გამოიტანა და ხიფათი განმუხტა. აქედან მოყოლებული „ხეტაფე“ ინიციატივას დაეუფლა, არამბარიმ სამი მომენტი ვერ გამოიყენა, შემდეგ მსაჯმა "ხეტაფეს" მცველი კაბაკო გააძევა, 84-ე წუთზე დუროს დარტყმული ბურთი მცველს მოხვდა, რიკოშეტირებული კარისკენ წავიდა და მამარდაშვილმა თავისი გუნდი კიდევ ერთხელ გადაარჩინა, ხოლო 93-ე წუთზე გიორგიმ საოცარი რეაქცია გამოავლინა და „ვალენსიას“ გამარჯვება მოუპოვა - ქართველ ლეგიონერს „მესტალია“ ფეხზე წამოუდგა.

გიორგიმ სპარინგების ჩათვლით "ვალენსიაში" ხუთი მატჩიდან ოთხში გოლი არ გაუშვა.

21 აგვისტოს, პრიმერას მეორე ტურში "ვალენსია" გასვლაზე "გრანადას" დაუპირისპირდება.

მკითხველის კომენტარები / 43 /
ეხლა არავინ არ გაიქცეს ესპანეთში კომენტარის ასაღებად,ან მშობლებს მიადგეს ერთი ორი სიტყვა გვითხარიო,თორემ სულ ჩაფლაბდება ყველაფერი.
niko
15 აგვისტო 2021 17:11
0
წამო ზენიტში წაგიყვან ბიძიკო)))
ჯუღელი
14 აგვისტო 2021 18:12
0
დაგლიჯა) ))
დავით67
16 აგვისტო 2021 15:34
0


… ქართველი თამაშობს ,, ვალენსიაში”” , ძირითადში მეკარის პოზიციაზე!!! სასწაულია!!! ეს ღვთის ნებაა!!! უფალი და წმიდა გიორგი შეგეწიოს გიორგი!!!
დათო
14 აგვისტო 2021 16:14
0
უფრო მამარდაშვილის დამსახურება მგონია :))))
saba
14 აგვისტო 2021 20:25
0
მესამედ საუკუნეზე მეტია, რაც ქართულ ფეხბურთში უკუნეთია, იქნებ, ახლა მაინც გამოვიღვიძოთ... ყველაფერს აქვს დასასრული...
გიორგი 50
14 აგვისტო 2021 14:52
0
ამ ეტაპზე ყველაზე ტიტულოვან კლუბში , სწორედ მამარდაშვილი თამაშობს და თანაც ძირითად შემადგენლობაში.

უდიდესი სიხარული და წარმატებაა ჩვენი ქვეყნისათვის, ვუყურებდი გუშინ მის მატჩს და ბოლო წუთებზე უბრალოდ სასწაული ჩაიდინა ჩვენმა გმირმა და ყველა გაგვახარა მისმა თავდაჯერებულმა სეივებმა.

ბრავო , ბრავო და ბევრი წარმატებები ჩვენს ლომს.
ფეხბურთი
14 აგვისტო 2021 14:48
0
არგინდათ აჟიოტაჟი თვალი არ ეცეს გეხვერწებით ზედემეტი კომენტარებისგან თავი შეიკავეთ შეეშვით და მშვიდად და წყნარად მიადევნეთ თვალი მის კარიერას...
miyvars. sa
14 აგვისტო 2021 12:24
3
ასეთი ეპიზოდები სიხარულით და სიამაყით გავსებს. წამატებები გიორგის, კვარაცხელიას,ჩაკვეტაძეს, მიქაუტაძეს, წიტაიშვილს, ჩაბრაძეს, აზაროვს, ქოჩორაშვილს, გაგნიძეს - როგორი თაობა მოდის! ასევე ნინუას, ლოჩოშვილს, დავითაშვილს და ყველა ახალგაზრდა ფეხბურთელს განვითარებას და წარმატებებს ვუსურვებ.
ქართული ფეხბურთი გაიბრწყინებს, ისევე როგორც გაიბრწყინეს ძიუდოისტებმა და როგორი კაშკაშა ვარსკვლავი გვყავს ლაშა ტალახაძე.
ვისაც საქართველო და ქართული ფეხბურტი არ უყვარს, იმის დედაც...
არჩი
14 აგვისტო 2021 12:01
6
გადარჩენილია ჯუღელი რო არ ყავს აგენტად თორე ეხლა ვალენსიაში კი არა სადმე რუსეთის პირველი ლიგის გუნდში იქნებოდა,წარმატებები გიორგის
დათო
14 აგვისტო 2021 11:12
2
შეიძლება ეს ისე, ვერსიის დონეზე დაწერეთ, მაგრამ, ნეტავ თუ იცით რამდენად მართალი თქვით? მეტსაც გეტყვით, კონკრეტულად "კრილია სოვეტოვსაა" გადარჩენილი იმ საშინელების წყალობით, "აგენტად" რომ იცნობს ხალხი, ბევრად მეტი ხელფასით ვიდრე ვალენსიაში აქვს
დინამოელი
14 აგვისტო 2021 11:28
2
მოკლედ ძალიან მაგარი კაცია ვუყურე ვალენსიას თამაშს პირველად მენდიეტა და ლოპესის შემდეგ თუ რეალს ან ბარსას არ ეთამაშებოდა ძალიან მაგარი და სანდო მეკარე გვყავს უკვე.
აქ ერთი მინდა დავწერო ანუ ცუდი და მემგონი ერთი ლაიკი მექნება მარტო იმიტო რო ვიღაც ტიპი კარგ კომენტარებს და ჩვენს სიხარულს დისლაიკს უკეთებს ვინ ხარ ბიჭო ვინ რამ შეგაძულა ქართველები და საქართველო?
giorgi
14 აგვისტო 2021 10:51
0
ყოჩაღ გიო, ნიჭიც გაქვს და არც შრომისმოყვარეობას უჩივი, თავშიც არ უნდა აგივარდეს და ეგაა სულ შემდგარი კარიერა.მადლობა და წარმატებები შენ!!!!!!!!!!!
გელა 8
14 აგვისტო 2021 10:33
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული