ლა ლიგა მამარდაშვილის მიერ კარის მშრალად შენახული მატჩით გაიხსნა - "მესტალია" გიორგის ფეხზე წამოუდგა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ლა ლიგის პირველი ტურის პირველ მატჩში "ვალენსიამ" საკუთარ მოედანზე "ხეტაფე" 1:0 დაამარცხა, "ღამურების" გამარჯვებაში კი მნიშვნელოვანი წვლილი ქართველმა მეკარემ გიორგი მამარდაშვილმა შეიტანა.

მამარდაშვილის ისტორია რაღაც დაუჯერებელია, საქართველოს ეროვნული ლიგიდან „ვალენსიაში“ ერთსეზონიანი იჯარით გადასული მეკარე მეორე გუნდში უნდა გაეშვათ, მაგრამ ძირითადმა გოკლიპერმა სილესენმა და მისმა დუბლიორმა დომენეკმა ტრავმები მიიღეს, ქართველმა ამხანაგურ მატჩებში თავი წარმოაჩინა და მწვრთნელმა ხოსე ბორდალასმა „ხეტაფესთან“ სასტარტოში დააყენა.

შეხვედრა კი უცნაურად დაიწყო: დებიუტშივე მასპინძელთა ნახევარმცველი გილამონი უხეშობისთვის პირდაპირი წითელი ბარათით გააძევეს, კაცნაკლულმა „ვალენსიამ“ შეუტია, ჩერიშევმა პენალტი მოიპოვა და
სოლერმა ანგარიში გახსნა. ამის შემდეგ სტუმრებმა მეტოქის კარზე იერიშების მიტანა დაიწყეს და ქართველმა კიპერმა სუარესის შესრულებული საჯარიმო მოიგერია. საერთოდაც უნდა ითქვას, გიორგი დამაჯერებელი გახლდათ, მშვიდად თამაშობდა და დაცვასაც ხელმძღვანელობდა, რაც აბსოლუტურად უცხო ქვეყანაში, სრულიად სხვა განზომილებაში მოხვედრილი 20 წლის ბიჭისგან, რომელმაც ესპანური ხეირიანად არ იცის, მართლაც გასაკვირია. „ღამურები“ კი მიუხედავად რიცხობრივ უმცირესობაში ყოფნისა, მოწინააღმდეგეს არაფერს უთმობდნენ, ჩერიშევს ანგარიშის გაზრდა სორიამ (ესეც ქართველი არ გეგონოთ, კასტილიელია) არ დაანება და პირველი ტაიმი 1:0 დასრულდა.

შესვენების შემდეგ თამაშის სურათი არ შეცვლილა, ორმხრივი შეტევებით მიმდინარეობდა, 55-ე წუთზე მამარდაშვილი კარგად გამოვიდა კარიდან, ლამაზ ნახტომში ბურთი საჯარიმოდან მუშტით გამოიტანა და ხიფათი განმუხტა. აქედან მოყოლებული „ხეტაფე“ ინიციატივას დაეუფლა, არამბარიმ სამი მომენტი ვერ გამოიყენა, შემდეგ მსაჯმა "ხეტაფეს" მცველი კაბაკო გააძევა, 84-ე წუთზე დუროს დარტყმული ბურთი მცველს მოხვდა, რიკოშეტირებული კარისკენ წავიდა და მამარდაშვილმა თავისი გუნდი კიდევ ერთხელ გადაარჩინა, ხოლო 93-ე წუთზე გიორგიმ საოცარი რეაქცია გამოავლინა და „ვალენსიას“ გამარჯვება მოუპოვა - ქართველ ლეგიონერს „მესტალია“ ფეხზე წამოუდგა.

გიორგიმ სპარინგების ჩათვლით "ვალენსიაში" ხუთი მატჩიდან ოთხში გოლი არ გაუშვა.

21 აგვისტოს, პრიმერას მეორე ტურში "ვალენსია" გასვლაზე "გრანადას" დაუპირისპირდება.

მკითხველის კომენტარები / 43 /
გაგიმარჯოს. ესაა მონდომება შრომა თავდადება სწრაფვა მაგალითი ყველასთვის
არჩილი
14 აგვისტო 2021 01:42
0
ესეთ გუნდში არასდროს უთამაშნია ქართველ მეკარეს ყოჩაღ, იმედია სირენსენს ამოაგდებს საბოლოოდ შემადგენლობიდან
ბექა
14 აგვისტო 2021 06:56
0
წარმატებები გიო, მეორე ტაიმი ფეხზე ვიდექი გოლი არ გაგეშვა თითქოს საქართველოს ნაკრები თამაშობდა, მთავარია კარგი ხარისხი შეინარჩუნო და გიგანტ მეკარეებს შეუერთდე, გოლს ყველა გაუშვებს, მთავარია შენ გვყავდე მაღალი დონის მეკარე და ისწავლო მეტი,
აჩი**
14 აგვისტო 2021 01:15
0
ძალიან კარგი სეივი იყო. მთელი თამაში მინდოდა რამე მსგავსი გაეკეთებინა და მსაჯის მიერ დამატებულ წუთზე სასწაული რეაქცია გამოავლინა. კარგი დებიუტი გამოუვიდა. კარიც მშრალად შეინახა
giga
14 აგვისტო 2021 01:15
0
მანამდე თამაშშიც აიღო მარცხენა დაბალ კუთხეში მაგარი გასროლილი.......იუთუ ბი ზე დევს
გელა 8
14 აგვისტო 2021 10:28
0
ცოტას ნერვიულობდა, რაც ბუნებრივია დებიუტანტისთვის, მაგრამ ამის მიუხედავად დამაჯერებელი იყო, ყოჩაღ გიორგი!
14 აგვისტო 2021 01:42
1
Kidev ertxel gamochda Dinamos araswori midgoma fexburtelebze bolos dinamoshi rodis itamasha Sul ganatxovrebuli yavda. Arada Sul mekaris problema qonda kvasxvazem mapatos da bevrad jobia mamardashvili Mas.
Tete1234
14 აგვისტო 2021 04:11
0
ვუყურე თამაშს და მართლაც მაგარი თავისუფალი და თავდაჯერებული იყო, კარგი სეივებიც გააკეთა, დროა ნაკრებში გამოიძახონ, ნაღდად საიმედო მეკარეა
Nukri
14 აგვისტო 2021 01:29
0
მარკას ასას და სხვა პრესის წარმომადგენლებს ველოდები ჩვენი ბიჭის შექებაში✌✌✌ გრანადასთანაც ძირითადში იქმება და კარგა ხანს მალე ტოპ კლუბასი ვიხილავთ დონარუმას კონკურენტი გახდება მომავალში ტოპ მეკარე გვეყოლება მე მჯერავს . ძალიან მაგარი თაობა გვეზრდება და დრო დგება იმის რომ ვითამაშოთ დიდ ტურნირებზე მომავალში ❤❤❤❤
ემიგრანტი
14 აგვისტო 2021 01:18
0
ძალიან მაგარი თაობა გვეზრდება და სწორი მიდგომით საშვალოზე ძლიერი ნაკრები გვეყოლება 2-3 წელიწადში რომელიც გრანდების რისხვადაც შეიძლება მოგვევლინოს ეხლა კვარას ნირმალურ გუნდში გაყიდვა ჩაკვეს დაბრუნება მამარდაშვილის კიდევ სტაბილურობა და ევროპას მოუბრუნდება ქართველებისკენ იმედი და ნდობა რაც ჩვენს ნაკრებს კიდევ უფრო ძლიერს გახდის და სულაც კარგი ფედერაცია და მწვრთვნელის ხელში შეიძლება ევროპაც შეაზანზაროს ჩვენმა ნაკრებმა
ემიგრანტ-ს
14 აგვისტო 2021 10:59
0
აღფრთოვანებული ვარ!!!!!
დიდი მიღწევაა ნამდვილად, ყოჩაღ პატარა ბიჭი, მეკარეც გვყავს ნაკრებში ბევრი წელი!!!!!
მეგრელი
14 აგვისტო 2021 01:16
0
ძალიან მაგარი ბიჭია
Emre
14 აგვისტო 2021 01:11
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული