ქართული ფეხბურთი

ლეგიონერები

"ხვიჩა კვარაცხელიამ კარგი პოზიციიდან ააცილა..." - "რუბინის" ექს ფეხბურთელი "რაკუვთან" მარცხს გამოეხმაურა

AutoSharing Option
"რუბინის" ყოფილმა ნახევარმცველმა, დინიარ ბილიალეთდინოვმა კონფერენს ლიგის მე-3 საკვალიფიკაციო ეტაპზე "რაკუვთან" მარცხზე ისაუბრა. შეგახსენებთ, ყაზანელებმა საკუთარ კედლებში შეხვედრა დამატებით დროში 0:1 დათმეს და ევრო ტურნირებზე მონაწილეობას დაემშვიდობნენ...

"რუბინს" იმდენად კარგად არ უთამაშია, რომ ორ მატჩიანი დაპირისპირება მოეგო. გუნდს ისეთი ინიციატივა არ უნდა დაეკარგა, როგორიც მეორე ტაიმში ჰქონდა. "რაკუვი" კარგად ორგანიზებული გუნდი იყო, რაც ამ შეხვედრაშიც დადასტურდა, თუმცა "რუბინს" აუცილებლად უნდა გაეტანა, იყო ძელი , ასევე ხვიჩა კვარაცხელიამ კარგი პოზიციიდან ააცილა" - განაცხადა დინიარმა.

ექს ფეხბურთელმა ასევე აღნიშნა 120 წუთზე ვერ
გამოყენებული პენალტიც...

"თათრული" კლუბი რუსეთის პრემიერ ლიგაზე გადაერთვება, სადაც მეოთხე გამარჯვების მოპოვებას ხვალ, 15 აგვისტოს, "კრილიას" წინააღმდეგ შეეცდება.

მომზადებულია matchtv-ის მიხედვით

ასევე დაგაინტერესებთ