ჩაკვეტაძე ამოქმედდა - საგოლე პასი "მეხელენთან" [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
"გენტის" მწვრთნელი ჰეინ ვანჰაზებრუკი ტრავმამორჩენილი გიორგი ჩაკვეტაძის პროგრესით კმაყოფილია, "რიგას FS"-სთან კონფერენს ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის განმეორებით მატჩში (1:0) 63-ე წუთზე შეუშვა შეცვლაზე, დღეს ბელგიის ჩემპიონატის მე-4 ტურში "მეხელენთნ" საშინაო შეხვედრაში კი 76-ეზე.

მასპინძლები პირველ ტაიმში დაწინაურდნენ და მწვრთნელმა ჩვენებური თავდამსხმელ მალედეს ნაცვლად შეუშვა მოედანზე. სტუმრები ანგარიშის გათანაბრებას ცდილობდნენ, წინ დიდი ძალებით წავიდნენ და ამით მასპინძლებმა ისარგებლეს - 90+2-ე წუთზე ჩაკვეტაძემ მეკარე ბოლატისგან პასი მიიღო, სწრაფი კონტრშეტევა წამოიწყო, თავადაც შეეძლო გატანა, მაგრამ უკეთეს პოზიციაში მყოფ ნურიო ფორტუნას საგოლე გადაცემა გაუკეთა.

"გენტმა" 2:0 გაიმარჯვა, 4 ქულით მე-13 ადგილზეა და კონფერენს ლიგის პლეი-ოფში "რაკუვთან" დაპირისპირებები ელის - 19 აგვისტოს პოლონეთში, 26 აგვისტოს კი სახლში.

მკითხველის კომენტარები / 13 /
წარმატებები გიორგის!!! წინ ნაკრების თამაშებია!!!
tngh
19:05 21-08-2021
0
ჩაკი კარგი კაცია,უნდა დაბრუნდეს სრულფასოვნად,წარმატებები მას❤️
ბაჩი
15:36 17-08-2021
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული