გამოცემის მიხედვით, 25 წლის პაპუნაშვილის გასხვისება უფრო რეალური მას შემდეგ გახდა, რაც "აპოლონმა" არნოლდ ძუმი შეიძინა. ასევე წერენ, რომ გიორგის ბევრი შანსი არც აქამდე მისცემია.
გიორგი პაპუნაშვილი ქართველ გულშემატკივრებს დიდი ხანია ახსოვთ - ის ვასილ მაისურაძის 17-წლამდელების ერთ-ერთი ლიდერი იყო, საქართველოს ეროვნულ ნაკრებში კი 14 მატჩში სამი გოლის ავტორია. კვიპროსში გადაბარგებამდე ნახევარმცველი "სარაგოსას", "რასინგის", ბრემენის "ვერდერის" სათადარიგო
შეგახსენებთ, "აპოლონში" 20 წლის ფორვარდი რევაზ ინჯგიაც გამოდის. ორივე ქართველმა ფეხბურთელმა ბოლოს კონფერენს ლიგის შეხვედრაში, სლოვაკური "ჟილინას" წინააღმდეგ (1:3) იასპარეზა.
პაპუნაშვილის უთამაშებლობის მიზეზი ცნობილია...
ბოჟოვიჩი: რევაზ ინჯგია საინტერესო ფეხბურთელია - კიდევ დავაკვირდებით