გამოცდილი ქართველი ნახევარმცველი ახალი კლუბის ძებნასთან ახლოსაა

AutoSharing Option
კვიპროსული Shootandgoal-ის თანახმად, გიორგი პაპუნაშვილი "აპოლონის"  მთავარ მწვრთნელ ზორნიგერის გეგმებში აღარ შედის და ქართველ ნახევარმცველს შესაძლოა, კლუბის დატოვება მიმდინარე სატრანსფერო ბაზრის დასრულებამდე მოუხდეს.

გამოცემის მიხედვით, 25 წლის პაპუნაშვილის გასხვისება უფრო რეალური მას შემდეგ გახდა, რაც "აპოლონმა" არნოლდ ძუმი შეიძინა. ასევე წერენ, რომ გიორგის ბევრი შანსი არც აქამდე მისცემია.

გიორგი პაპუნაშვილი ქართველ გულშემატკივრებს დიდი ხანია ახსოვთ - ის ვასილ მაისურაძის 17-წლამდელების ერთ-ერთი ლიდერი იყო, საქართველოს ეროვნულ ნაკრებში კი 14 მატჩში სამი გოლის ავტორია. კვიპროსში გადაბარგებამდე ნახევარმცველი "სარაგოსას", "რასინგის", ბრემენის "ვერდერის" სათადარიგო
გუნდისა და თბილისის "დინამოს" წევრი იყო.

შეგახსენებთ, "აპოლონში"  20 წლის ფორვარდი რევაზ ინჯგიაც გამოდის. ორივე ქართველმა ფეხბურთელმა ბოლოს კონფერენს ლიგის შეხვედრაში, სლოვაკური "ჟილინას" წინააღმდეგ (1:3) იასპარეზა.

altპაპუნაშვილის უთამაშებლობის მიზეზი ცნობილია...

altბოჟოვიჩი: რევაზ ინჯგია საინტერესო ფეხბურთელია - კიდევ დავაკვირდებით


მკითხველის კომენტარები / 5 /
ჩამოსაყვანია, ნებისმიერ ქათულ კლუბს გააძლიერებს
ბაღდათსკი
11:44 17-08-2021
2
ამის ფეხბურთელობა ჩემთვის მაშინ დასრულდა, დინამოს კაპიტნის სამკლაური ძირს რომ დაახეთქა ცვლილებაზე გაბრაზებულმა
ლადო
17:10 17-08-2021
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული