"კვარაცხელიას თაობაზე "ნაპოლი" დამიკავშირდა" - ამბობს რუსეთის ნაკრების ყოფილი მეკარე

AutoSharing Option
sportbox-თან ვრცელ ინტერვიუში რუსეთის ნაკრების ყოფილმა მეკარემ, რუსლან ნიგმატულინმა, "რუბინის" გარემარბ ხვიჩა კვარაცხელიაზეც ისაუბრა.

- ამბობენ, 17 წლის არსენ ზახარიანით "ჩელსი" დაინტერესდა. თქვენ შეგიძლიათ ახალგაზრდა დინამოელი "არისტოკრატების" შემადგენლობაში წარმოიდგინოთ?
- არა, ის ჯერ მზად არაა. ხვიჩა კვარაცხელიაზეც ბევრი საუბარი იყო და ვინ შეიძინა? ხვიჩას თაობაზე მე პირადად დამიკავშირდნენ "ნაპოლიდან". მათ შორის - იტალიის ნაკრების შემადგენლობაში მსოფლიოს 2006 წლის ჩემპიონი, მაგრამ "რუბინმა" ძალიან ძვირად შეაფასა - 20 მილიონი ევრო. არ გამოვიდა. ყველაფერი უცბად "ჩაქრა".

- ეს მსოფლიოს ჩემპიონი ვინაა?
- გვარის დასახელებისგან თავს
შევიკავებ. ხვიჩას სერია A-ში კი არა, ბუნდესლიგაში გადასვლას ვურჩევდი. მაგალითად, "დორტმუნდში". ის მას უფრო მოუხდება".

მკითხველის კომენტარები / 6 /
მე კიდევ დამირეკა მადრიდიდან ახლობელმა, რომლის დეიდა იქ ესპანელ ბებოს უვლის, რომლის შვილიშვილიც ბერნაბეუზე დარაჯი ყოფილა და იმან მკითხა კვარაცხელიაზე რაღაცეები, ვიყიდითი, მარა ძვირია 20 ლიმონიო, ცოტა დაუკლოსო რუბინმა
გიორგი
15:10 18-08-2021
3
"მარშუტკაში" ამბობენ... და მეზობელმაც მითხრა...
kaxi
13:50 18-08-2021
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული