"მოხარული ვარ, რომ "ოლიმპიაკოსის" წინააღმდეგ ვთამაშობთ. ეს დიდი კლუბია და გვსურს, ღირსეული წინააღმდეგობა გავუწიოთ. ჩვენ პატივს ვცემთ მათ ისტორიას, მაგრამ არ გვეშინია და სასურველი შედეგისთვის ბოლომდე ვიბრძოლებთ. მეტოქისთვის სახიფათო უნდა ვიყოთ, სხვაგვარად წარმატება გაგვიჭირდება".
სლოვაკური მედია დაინტერესდა, როგორ უნდა დაამარცხოს "სლოვანმა" გუნდი, რომელიც უეფას საკლუბო რეიტინგში 37-ე ადგილს იკავებს, რაზეც ვაისი პასუხობს:
"მხოლოდ
საინტერესოა, რომ ვლადიმირ ვაისი-უმცროსი, რომელიც ახლა "სლოვანის" ღირსებას იცავს, "ოლიმპიაკოსშიც" გამოდიოდა.
შეგახსენებთ, ორივე გუნდმა ევროტურნირები ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპით დაიწყო, სლოვაკეთის ჩემპიონი "იანგ ბოისმა", "ოლიმპიაკოსი" კი "ლუდოგორეცმა" გამოთიშა. ამის შემდეგ ბრატისლაველებმა ევროპა ლიგაზე გიბრალტარის "ლინკოლნი" დაამარცხეს. წყვილში გამარჯვებული ევროპა ლიგის, დამარცხებული კი კონფერენს ლიგის ჯგუფურ ეტაპზე იასპარეზებს.
ვაისი: მეკარემ სულელური შეცდომა დაუშვა, გაძევებულ დე მარკოს დავსჯი