"ვალენსიას" მწვრთნელი მეკარის საკითხს თამაშის წინ გადაწყვეტს

AutoSharing Option
21 აგვისტოს, თბილისის დროით 21:30 საათზე, "ვალენსია" "გრანადას" ესტუმრება. "ღამურების" თავკაც ხოსე ბორდალასის წინასამატჩო პრესკონფერენციაზე ჩვენთვის ყველაზე საინტერესო მეკარის საკითხი იყო:

"ძირითად შემადგენლობას ჯერ მოთამაშეები იგებენ და საჯარო შემდეგ ხდება. სილესენი მომჯობინდა და საკმაოდ კარგად ვარჯიშობს. ის განაცხადში აუცილებლად იქნება. კარგია, რომ არჩევანი გვაქვს. ხვალ შეიტყობთ, ჩვენი გუნდის კარს ვინ დაიცავს."

"ხეტაფესთან" მშვენიერი თამაშის შემდეგ მამარდაშვილს ესპანური გამოცემები ისევ სასტარტო შემადგენლობაში მოიაზრებენ. "გრანადას" წინააღმდეგ გიორგის ევროპა ლიგის ეგიდით, თბილისის "ლოკომოტივის" მაისურით, თამაშის გამოცდილება უკვე აქვს.

altAS-მა მამარდაშვილი ლა ლიგის 12 ახალგაზრდაში

გამოარჩია

altკანისარესი: მამარდაშვილის შესაძენად ჩემს ფულსაც გავიღებდი

altEl PAIS - თუკი "ვალენსია" მამარდაშვილის გამოსყიდვას გადაწყვეტს...

მკითხველის კომენტარები / 2 /
ვიცი რომ Ძალიან ცუდ რამეს ვწერ, მაგრამ მინდა რომ სილესენი დააყენოს და 4:0 წააგოს.
ბექა
10:53 21-08-2021
3
საშიშია მეორე გუნდში არ გაუშვან. იტყვიან იქ ცოტა ხანს ითამაშოს გამოცდილება ს მიიღებსო.
ჯუჯი
23:38 20-08-2021
0

სიახლეები პოპულარული