"ჩემპიონატმა" გაავრცელა ინფორმაცია, რომ "ურალის" რამდენიმე ფეხბურთელს COVID 19 აღმოაჩნდა, თუმცა ეკატერინბურგულმა კლუბმა ეს ინფორმაცია არ დაადასტურა.
ამავე გუნდის ნახევარმცველი ლუკა გაგნიძე კორონავირუსითაა დაინფიცირებული, ამის შესახებ "სპორტ-ექსპრესს" ფეხბურთელის აგენტმა ირაკლი ლილუაშვილმა განუცხადა:
"ლუკას მართლაც აქვს კორონავირუსი, თუმცა ახლა თავს უკეთ გრძნობს. რამდენიმე დღეში ის ვარჯიშს დაიწყებს".