"1 წუთი 2 მატჩში, გოლების მანქანა მიქაუტაძე "სერენში" ბრუნდება" - ბელგიური მედია სიახლით აღფრთოვანებულია

AutoSharing Option
როგორც იცით, 20 წლის ქართველი თავდამსხმელი გიორგი მიქაუტაძე "მეცს" გასულ სეზონში იჯარით "სერენში" ჰყავდა გაშვებული, რომლის ჟუპილერ ლიგაში აღზევებაში უდიდესი როლი შეიტანა, ზაფხულში უკან დაიბრუნეს, პირველ ტურში "ლილთან" 90+3-ე წუთზე შეუშვეს შეცვლაზე, მეორე ტურში "ნანტთან" სათადარიგოთა შორის დატოვეს, ხოლო "რეიმსთან" დღევანდელი მატჩის განაცხადში საერთოდ არ შეიყვანეს.

ბელგიური მედია აღნიშნავს, რომ მიქაუტაძე "სერენში" დაბრუნდება:

"ბოლოს და ბოლოს მიქაუტაძეს შეუძლია "სერენში" დაბრუნდეს, ამის თაობაზე ხმები რამდენიმე დღის წინ დაირხა და ეს სულ უფრო კონკრეტული ხდება. მისი დაბრუნება კვირის დასაწყისში სავსებით შესაძლებელია. ის
"რეიმსთან" შეხვედრის განაცხადში არ შეიყვანეს და არც სათადარიგო გუნდში არ უთამაშია. მით უმეტეს, უკვე ლაპარაკია იმაზე, რომ "სერენი" ცენტრალურ მცველსა და ფორვარდს დაიმატებს.

20 წლის ქართველს პროგრესისთვის უზარმაზარი პოტენციალი გააჩნია. ორ მატჩში მხოლოდ 1 წუთი ათამაშეს და "მეცში" მისი ყოფნა ცოტა არ იყოს გააუფერულეს", - წერს dhnet.be.

"ის, რომ "სერენი" გასულ სეზონში ჟუპილერ ლიგაში გადავიდა, მიქაუტაძეს დიდი წვლილი მიუძღვის. 20 წლის თავდამსხმელი 23 მატჩში გატანილი 22 გოლით აბსოლუტურ სენსაციად გადაიქცა, მაგრამ მიუხედავად ასეთი ფენომენალური მაჩვენებლისა, ბელგიის პირველ დივიზიონში გუნდს არ გადაჰყვა. "მეცში" მხოლოდ 1 წუთი ათამაშეს და კვირას "რეიმსთან" განაცხადშიც არ შეიყვანეს. გოლების მანქანა მალე მაინც დაბრუნდება ერთსეზონიანი იჯარით "სერენში". ბელგიური ლიგა უახლოეს მომავალში კიდევ ერთი სენსაციის მოწმე გახდება", - აღნიშნავს voetbalnieuws.be.

მკითხველის კომენტარები / 12 /
გელა მოვიდა გელა წავიდა
მიდი ვაჟა
23 აგვისტო 2021 12:19
1
Arada ra gundi mecia didi miznebistvis rom ibrzodes da uketesi fexburtelebi rom yavdes kidev xo. Rodis daumtavrdeba kontraqti rom camovides magan tu kontraqti gaagrzela mand mashin girsic iqneba rasac uketeben.
Ucxo
22 აგვისტო 2021 18:27
0
ძალიანაც კარგი თუ ბრუნდება... სატამაშო დროც ექნება მიღწევებიც. ნაკრებსაც მომზადებული შეხვდება!!! წარმატებები გიორგის!!!
tngh
22 აგვისტო 2021 15:19
0
აუცილებლად უნდა დაბრუნდეს უკან, აუცილებლად
სტალინი
22 აგვისტო 2021 14:51
0
ალბათ სურენა უნდა ეწეროს.ქარტველების წარმატება ვისაც შურს ყველამ კარგად ვიცით.
უშანგი
22 აგვისტო 2021 14:28
0
უნდა გადავიდეს ბელგიაში სათამაშო დროა მთავარი! არის გუნდები სადაც ვერ გაიხსნები
beqa
22 აგვისტო 2021 13:54
0
პირველ ტურში მიქაუტაძე ბოლო წუთებზე შეუშვეს.უკანასკნელ დამატებულ წუთზე,გიორგიმ მეტოქის საჯარიმოს წინა ხაზთან მიიღო ბურთი და პირდაპირ კარში დარტყმა სცადა.დარტყმა დაუბლოკეს.უკან გადმოვარდნილი ბურთი,კვლავ გიორგის მიუვიდა და მანაც განმეორებით სცადა დარტყმა.კვლავ დაუბლოკეს.გადმოვარდნილი ბურთი მეტოქემ სწრაფად გადმოიტანა მეცის ნახევარზე და უკანასკნელ წამზე,გოლი შეაგდო.ანგარიში გათანაბრდა.გიორგის ბურთი რომ დაეჭირა,თუნდაც 5 წამი(არადა თავისუფლად შეეძლო).მსაჯი თამაშს დაამთავრებდა.ვფიქრობ ამ ტაქტიკურმა შეცდომამ დაარწმუნა მწვრთნელები,რომ მიქაუტაძე ჯერ მომწიფებული არ არის,ძირითადი შემადგენლობისათვის.არა უშავს,აუცილებლად კიდევ მისცემენ შანსს.მთავარია ბევრი იშრომოს და განვითარდეს.
სოსო
22 აგვისტო 2021 13:27
0
ეს მოყვარული კიდევ თამაშობს ფეხბურთს?
სერენა
22 აგვისტო 2021 08:19
101
ბუდუ გიცანით …
Zaza
22 აგვისტო 2021 11:47
0
ნამდვილად არ მეგონა რომ მეცი ასე დააიგნორებდა მიქაუტაძეს და ერთ სრულ თამაშსაც არ მისცემდა მითუმეტეს რომ ამხანაგურებზე ერთი გოლი გაიტანა და ერთი ასისტიც გააკეთა ამ სიტუაციაში რათქმაუნდა სერენში დაბრუნება და ბელგის უმაღლეს ლიგაში თამაში ჯობია იქ ლიდერი წამყვანი ფეხბურთელი და ბომბარდირი იყო სულ ძირითადში თამაშობდა ქონდა პროგრესი და კაი გუნდებიც იყვნენ დაინტერესებულები იგივე ბელგიდან ამ ასაკში სათამაშო პრაქტიკა უმნიშვნელოვანესია პროგრესისთვის.
ზაზა
22 აგვისტო 2021 02:27
1
დროის გაყვანა თუ უნდოდა მცველი შემოეყვანა, მწვრთნელს თუ მაგდენი ტვინი არა აქვს რომ ბოლო წუთზე რომ ფორვარდი შემოგყაქვს ის ყველა ვარიანტში რაიმე გააკეთოს, ავანტიურაზე წავა და გამწვავებაზე წავა, მაშინ გაა...ვი და სხვა რამეს მოკიდე ხელი,
ქომაგი-ს
24 აგვისტო 2021 21:13
0
ფეხბურთის თამაშს ფიზიკურ მონაცემებთან ტვინი სჭირდება, ვუყურე მეცი-ლილის თამაშს,2-1 იგებდა მეცი, შეცვლაზე შეიყვანეს რომ დრო გაეჭიმათ ბურთი მიუვიდა მეტოქის საჯარიმოს გარეთ 95 წუთზე, იმის ნაცვლად პასი გაეკეთებინა თავისუფალი გუნდელისათვის და ეგორავებინათ, მოიქნია ეგრევე დაარტყა, ფეხი დაუხვედრეს, დაფარებული ბურთი აისხლიტა ცენტრში ლილის ფეხბურთელს მიუვიდა, რომელმაც წამოიღო და გოლი გაუტენეს მეცს და მოგება ხელიდან გაუშვა.
ბოლო წუთი იყო და ბურთის შენარჩუნების ნაცვლად კონტრშეტევის შანსი მისცა მეტოქეს და ასე დაკარგეს 2 ქულა.
მწვრთნელმაც დაინახა საფეხბურთო ინტელექტის ნაკლებობა და მაგიტომ აღარ აძლევს შანსს.
ქომაგი
22 აგვისტო 2021 15:07
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული