"1 წუთი 2 მატჩში, გოლების მანქანა მიქაუტაძე "სერენში" ბრუნდება" - ბელგიური მედია სიახლით აღფრთოვანებულია

AutoSharing Option
როგორც იცით, 20 წლის ქართველი თავდამსხმელი გიორგი მიქაუტაძე "მეცს" გასულ სეზონში იჯარით "სერენში" ჰყავდა გაშვებული, რომლის ჟუპილერ ლიგაში აღზევებაში უდიდესი როლი შეიტანა, ზაფხულში უკან დაიბრუნეს, პირველ ტურში "ლილთან" 90+3-ე წუთზე შეუშვეს შეცვლაზე, მეორე ტურში "ნანტთან" სათადარიგოთა შორის დატოვეს, ხოლო "რეიმსთან" დღევანდელი მატჩის განაცხადში საერთოდ არ შეიყვანეს.

ბელგიური მედია აღნიშნავს, რომ მიქაუტაძე "სერენში" დაბრუნდება:

"ბოლოს და ბოლოს მიქაუტაძეს შეუძლია "სერენში" დაბრუნდეს, ამის თაობაზე ხმები რამდენიმე დღის წინ დაირხა და ეს სულ უფრო კონკრეტული ხდება. მისი დაბრუნება კვირის დასაწყისში სავსებით შესაძლებელია. ის
"რეიმსთან" შეხვედრის განაცხადში არ შეიყვანეს და არც სათადარიგო გუნდში არ უთამაშია. მით უმეტეს, უკვე ლაპარაკია იმაზე, რომ "სერენი" ცენტრალურ მცველსა და ფორვარდს დაიმატებს.

20 წლის ქართველს პროგრესისთვის უზარმაზარი პოტენციალი გააჩნია. ორ მატჩში მხოლოდ 1 წუთი ათამაშეს და "მეცში" მისი ყოფნა ცოტა არ იყოს გააუფერულეს", - წერს dhnet.be.

"ის, რომ "სერენი" გასულ სეზონში ჟუპილერ ლიგაში გადავიდა, მიქაუტაძეს დიდი წვლილი მიუძღვის. 20 წლის თავდამსხმელი 23 მატჩში გატანილი 22 გოლით აბსოლუტურ სენსაციად გადაიქცა, მაგრამ მიუხედავად ასეთი ფენომენალური მაჩვენებლისა, ბელგიის პირველ დივიზიონში გუნდს არ გადაჰყვა. "მეცში" მხოლოდ 1 წუთი ათამაშეს და კვირას "რეიმსთან" განაცხადშიც არ შეიყვანეს. გოლების მანქანა მალე მაინც დაბრუნდება ერთსეზონიანი იჯარით "სერენში". ბელგიური ლიგა უახლოეს მომავალში კიდევ ერთი სენსაციის მოწმე გახდება", - აღნიშნავს voetbalnieuws.be.

მკითხველის კომენტარები / 12 /
გელა მოვიდა გელა წავიდა
მიდი ვაჟა
12:19 23-08-2021
1
Arada ra gundi mecia didi miznebistvis rom ibrzodes da uketesi fexburtelebi rom yavdes kidev xo. Rodis daumtavrdeba kontraqti rom camovides magan tu kontraqti gaagrzela mand mashin girsic iqneba rasac uketeben.
Ucxo
18:27 22-08-2021
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული