ქართველების "აპოელმა" კატასტროფულად დაიწყო

AutoSharing Option
ახალი სეზონის წინ ქართველი ფეხბურთელებით გაძლიერებულმა "აპოელმა" კვიპროსის ჩემპიონატის 2021-22 წლების სეზონი კატასტროფული მარცხით დაიწყო - "პაფოსთან" სტუმრად 0:4. სამივე ჩვენებური ძირითად შემადგენლობაში იყო.

"აპოელისთვის" შეხვედრის დასაწყისი და მატჩის პირველი ტაიმი მძიმე გამოდგა - "გრენობლის" ყოფილმა ფორვარდმა, კაბო ვერდელმა ვილი სემედომ დუბლი შეასრულა. სტუმრებმა ფაქტობრივად, ვერაფერი შექმნეს, მათი უპირატესობა მხოლოდ კუთხურებში გამოიხატა, თუმცა ამას შედეგი არ მოჰყოლია.

Sportall.Ge

მურთაზ დაუშვილმა (გააფრთხილეს) და გიორგი ქვილითაიამ (მატჩამდე გუნდის ვიცე-კაპიტნად აირჩიეს) 90 წუთი ითამაშეს, თორნიკე ოქრიაშვილი 71-ზე შეცვალეს.

"აპოელი" სანაკრებო პაუზის შემდეგ, 11 სექტემბერს,
ნიქოზიის "ოლიმპიაკოსს" უმასპინძლებს.

altზივზივაძემ უნგრეთში გოლი გაიტანა [VIDEO]

altლევან შენგელია ბელგიაში გოლით დაბრუნდა [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 6 /
ესენი ნაკრებში აღარ არიან აწი გამოსაძახებლები - "კვიპროსელებიდან" მხოლოდ ლორია და ისიც მანამ, სანამ მამარდაშვილი საბოლოოდ გახდება ნაკრების პირველი მეკარე
ტყეშელაანთ გიჟი
24 აგვისტო 2021 14:58
0
ქვილითაია და დაუშვილი რომ გეყოლება გუნდში, უკეთესს არც უნდა მოელოდე
სააკაძე
22 აგვისტო 2021 22:50
0
თითქმის დავკარგე იმედი ჩვენი კვიპროსელების. ჯერ მეგონა ანორთოსისში დიდ წარმატებას მიაღწევდნენ, ევროპაში თავს გამოიჩენდნენ. უარეს გუნდში გადავიდნენ (ალბათ მეტს უხდიან) და იქაც არაფერი. მოკლედ წინ წასვლის ნაცვლად უკან-უკან მიდიან კარიერაში. ღმერთმა ქნას, ვცდებოდე. თუ ნაკრებს გამოადგებიან, საწინააღმდეგო რა მექნება...
merabi-1960
22 აგვისტო 2021 19:18
0
Როგორც ვხედავ სამწუხაროდ მორჩა ამათი სანაკრებო კარიერა.კლუბში წარმატებულ თამაშებს ვუსურვებ.
gio gio
22 აგვისტო 2021 15:01
0
ქეცბაიამ ტყუილად კი არ გაუშვა ეგენი
გრიგოლი1408
22 აგვისტო 2021 12:55
0
აბა რა იქნება ამდენ ქართველს ერთად რო შეყრი იქ წარმატება ვერ იქნება იმიტომ რომ პროფესიონალიზმი აკლია ქართველს ესენი არიან სმა ჭამაზე და გართობაზე გადასული და კიდევ ნეტა ვინ უკეთებთ ესე ერთად რო შეყრიან ხოლმე :)
ზაური
22 აგვისტო 2021 12:32
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული