ზივზივაძემ უნგრეთში გოლი გაიტანა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
უნგრეთის ჩემპიონატის მეოთხე ტურში ბუდუ ზივზივაძემ გოლი გაიტანა.

ბუდუს "ფეჰერვარმა" სეკეშფეჰერვარში 2:1 დაამარცხა "კიშვარდა". 44-ე წუთზე ანგარიში ზივზივაძემ გახსნა, 75-ე წუთზე მან კომბინაცია წამოიწყო, რომელიც დარდაიმ გოლით დააგვირგვინა, 90-ე წუთზე ჩვენებური შეცვალეს, ხოლო 90+1-ე წუთზე მეშანოვიჩმა ერთი საპასუხო გოლი გაიტანა.

აღსანიშნავია, რომ მსაჯმა "ფეჰერვარის" ორი ფეხბურთელი გააძევა - 53-ე წუთზე სტოპირა, 90+5-ეზე კი ფიოლა.

"ფეჰერვარს" 3 ჩატარებულ მატჩში 5 ქულა აქვს და 28 აგვისტოს მტკ-ს უმასპინძლებს.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული