კვეკვესკირმა "ლეხში" პირველი გოლი გაიტანა - მისი გუნდი ლიდერია [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
პოლონეთის ექტრაკლასას მეხუთე ტურში ნიკა კვეკვესკირის "ლეხმა" საკუთარ მოედანზე "ლეხია" 2:0 დაამარცხა და ერთპიროვნულად გალიდერდა.

პოზნანში მატჩმა დიდი ინტერესი გამოიწვია, მიუხედავად წვიმიანი ამინდისა სტადიონზე გუნდის მხარდასაჭერად 14 652 მაყურებელი მივიდა და გამარჯვებით ძალიან გაიხარეს.

ანგარიში მე-17 წუთზე მიხაელ ისხაკმა გახსნა, ხოლო 62-ე წუთზე კვეკვესკირმა საჯარიმოდან დალაშქრა მეტოქის კარი. ეს "ლეხში" მისი პირველი გოლია. ნიკა 73-ე წუთზე შეცვალეს.

"ლეხი" 13 ქულით ლიდერია, მეორეადგილოსან "პოგონს" 3 ქულით უსწრებს და ამ გუნდს 28 აგვისტოს უმასპინძლებს.

მკითხველის კომენტარები / 9 /
ოხ მუ გოლჲ მითუუღალ გოთვერანც❤️
ბაჩი
13:40 23-08-2021
0
ყოჩაღ ნიკა. წარმატებები!
შოთა
09:37 23-08-2021
0

სიახლეები პოპულარული