რუსეთის ჩემპიონატის მე-5 ტურში "რუბინი" მოსკოვის ოლქში ადგილობრივ "ხიმკის" დაუზავდა (1:1), ნამატჩევს კი ყაზანური გუნდის მწვრთნელს, ლეონიდ სლიუცკის, ნახევარმცველ ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ დაუსვეს კითხვა, რომელმაც ტრავმის გამო არ ითამაშა. ყოველ შემთხვევაში, ასე ირწმუნებიან. უნდა ითქვას, სლუცკიმ უბრალოდ აარიდა პასუხს თავი.
- ხვიჩას დაბრუნების თარიღი ცნობილია?
- მე ჯერ ცალსახად არ შემიძლია ვილაპარაკო. რაც უნდა ვთქვა, ეს შეიძლება სიმართლე არ იყოს.
- გუნდმა უკვე ზედიზედ სამ მატჩიდან ვერც ერთი ვერ მოიგო. შედეგიანობის პრობლემა დესპოტოვიჩის არყოფნაშია?
- როდესაც გუნდი თავის ორ საუკეთესო შემტევს კარგავს
- საკვანძო თავდამსხმელსა და ყველაზე კაშკაშა გარემარბს და არ გვაქვს შემადგენლობის სიღრმე, რათა გვყავდეს ორი დესპოტოვიჩი და ორი კვარაცხელია - გასაგებია, რომ ხარისხს ვკარგავთ. დესპოტოვიჩის გარეშეც ძალიან გვიჭირს.