გამოცემის ცნობით, ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, რის გამოც კლუბის ხელმძღვანელობამ აზრი შეიცვალა, ისაა, რომ ქართველ ნახევარმცველს ექსტრემალურ ვითარებაში ფორვარდის პოზიციაზე თამაში შეუძლია, გუნდში კი ასეთი უნარების მქონე მოთამაშეების მწირი არჩევანია.
კვიპროსულ კლუბში ქართველი შემტევი რევაზ ინჯგიაც გამოდის. "აპოლონი" ჩემპიონატს დღეს, 23 აგვისტოს, "ახნასის" მასპინძლობით გახსნის.
25 წლის პაპუნაშვილისთვის "აპოლონი" კარიერაში მე-5 გუნდია, სადაც გასულ სეზონში მხოლოდ 8 მატჩი გამართა.
გამოცდილი ქართველი ნახევარმცველი ახალი კლუბის ძებნასთან ახლოსაა