სილესენის მაღალი ხელფასი მამარდაშვილის უთამაშებლობას არ ნიშნავს - ესპანური მედია

AutoSharing Option
ესპანურმა Deportevalenciano-მ გიორგი მამარდაშვილისა და იეპერ სილესენის კონკურენციაზე საინტერესო სტატია გამოაქვეყნა და ასეთივე კარგი თამაშის გაგრძელების შემთხვევაში, ქართველი კიპერი "ვალენსიას" ძირითადი შემადგენლობის წევრად მოიაზრა:

"ყოველგვარი სირთულის მიუხედავად, გიორგი მამარდაშვილი ლა ლიგის პირველ ტურში ძირითად შემადგენლობაში იყო. გრანადაში გამართული მატჩი არ ნიშნავს, რომ სილესენი სასტარტოში აუცილებლად დაბრუნდება. მამარდაშვილი საკუთარ მოვალეობას წარმატებით ასრულებს და სანამ მისი თამაში კვლავაც დამაჯერებელი იქნება, ის ძირითად შემადგენლობაში თამაშს იმსახურებს.

ქართველმა მეკარემ უნდა გააუმჯობესოს ისეთი უნარები, როგორებიცაა გამოსვლა, ფეხით თამაში
და თანაგუნდელებთან ურთიერთობა. ახლა ნიდერლანდელი რთულ სიტუაციაშია და ეს კლუბის პრობლემაცაა. ეკონომიკური კრიტერიუმების გათვალისწინებით, მისი ტრანსფერი გონივრული იქნებოდა. ამავდროულად, იესპერის მაღალი ხელფასი გარანტია ვერ იქნება, რომ სილესენი აუცილებლად სასტარტოში ითამაშებს. 

უფრო საკამათოა რივეროსა და ხაუმეს მდგომარეობა. თქვენ შეიძლება ფიქრობთ, რომ პირველი მათგანისთვის იჯარა კარგი იქნება, მაგრამ როდესაც სატრანსფერო ბაზარი თითქმის დასრულებულია, მეორე დივიზიონის გარდა, საინტერესო გუნდი არ ჩანს.

დომენეკი, სავარაუდოდ, მესამე მეკარედ დარჩება და მას ფაქტობრივად,  თამაშის საშუალება მხოლოდ თასზე მიეცემა. ის მამარდაშვილისა და სილესენისგან საკმაოდ შორს დგას."

"ვალენსია" 28 აგვისტოს "ალავესს" უმასპინძლებს. ამის შემდეგ გიორგი მამარდაშვილი საქართველოს ნაკრებს შეუერთდება. ლა ლიგაში ვალენსიელთა მორიგი შეხვედრა 12 სექტემბერს, სტუმრად "ოსასუნას" წინააღმდეგ იქნება.

altმამარდაშვილს ესპანელები აფასებენ - როცა გოლს დებიუტში უშვებ...

მკითხველის კომენტარები / 1 /
მაგარი კაცი ხარ, ლოკოში რაც გნახე მაშინვე ვთქვი ნეტა რუსეთში არ წაიყვანონთქო და აჰა მალე ბარსაში მენახე.
Midi mamard
02:46 28-08-2021
0

სიახლეები პოპულარული