"ასეთია ფეხბურთი" - ლევან შენგელიამ დებიუტი შეაფასა

AutoSharing Option
ლევან შენგელიას ohleuven-ი ესაუბრა. "ლიოვენის" 25 წლის ფეხბურთელმა ბელგიის ჩემპიონატის თავისთვის სადებიუტო მატჩში "ეუპენს" გაუტანა. ქართველი ნახევარმცველი ამბობს:

"ჩვენთვის იღბლიანი დღე ნამდვილად არ იყო. პირველ ტაიმში 2 გოლი უწყინარ სიტუაციაში გავუშვით. არადა, ეს ანგარიში საწყის 45 წუთს ობიექტურად არ ასახავდა. ვერაფერს ვიღონებთ, ასეთია ფეხბურთი.

მეორე ნახევარში, ბუნებრივია, ვჩქარობდით, რაც არაორგანიზებულ თამაშში გადაიზარდა. მწვრთნელმა მთხოვა "8-იანის", ხან კი "10-იანის" პოზიციაზე მეთამაშა - ეს  მინდორზე ჩემი საყვარელი ადგილი არაა, თუმცა გუნდს ასე სჭირდებოდა.

ლამაზი გოლი გამომივიდა, რომელმაც, სამწუხაროდ ქულაც ვერ მოგვიტანა, მაგრამ
ის გუნდში ადაპტირების თვალსაზრისით დამეხმარება.

რაც შეეხება ბელგიას, აქ თურქეთის ჩემპიონატზე ბევრად შემტევ ფეხბურთს აჩვენებენ."

შეგახსენებთ, შენგელიას გოლის მიუხედავად, მისი გუნდი დიდი ანგარიშით (1:4) დამარცხდა, ხუთი ტურის შემდეგ კი მხოლოდ 3 ქულა და 4 გატანილი გოლი აქვთ.

ლევან შენგელია, რომელსაც საქართველოს ნაკრებში 10 მატჩი აქვს გამართული, ვილი სანიოლმა უახლოესი შეხვედრების სიაში არ შეიყვანა. ეს ბუნებრივიცაა, რადგან ნახევარმცველი საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში უკლუბოდ იყო.

altლევან შენგელია ბელგიაში გოლით დაბრუნდა [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 5 /
შენგელიას ვაისმაც მისცა შანსი და ვერ ივარგა,გიბრალტართან გასვლაზე კომპასი ჰქონდა არეული და ბურთს ვერ აჩერებდა.მერე მაკედონიასთან პირველ თამაშში მეკარეს პირდაპირ შუაში რო დაურტყა ის გასატანი იყო.სანიოლმაც მისცა შანსი და ვერაფერი გააკეთა.ანუ ვიცით რო შეუძლია თამაში,მაგრამ ვერ თამაშობს
Levani
23:07 24-08-2021
0
Any and magazines do is da gamocdilebis money paradise mwvrtneli gadsden tavi expansion Roca jersey kidev gas Shanxi Moscato da name is propesionalad chamoyalibdeshenc da qartveli fexburtelebis umravlesoba mxolod niches xarjze gagaqvt tavi Karri specialists ki propesinalur done every gaswavlis Mindoro ra da Roger unda gaskets warmatebebi immediately ketil r he as AR iukadrisebt
Kaxa
18:54 24-08-2021
5

სიახლეები პოპულარული