ქართული ფეხბურთი

ლეგიონერები

"ასეთია ფეხბურთი" - ლევან შენგელიამ დებიუტი შეაფასა

AutoSharing Option
ლევან შენგელიას ohleuven-ი ესაუბრა. "ლიოვენის" 25 წლის ფეხბურთელმა ბელგიის ჩემპიონატის თავისთვის სადებიუტო მატჩში "ეუპენს" გაუტანა. ქართველი ნახევარმცველი ამბობს:

"ჩვენთვის იღბლიანი დღე ნამდვილად არ იყო. პირველ ტაიმში 2 გოლი უწყინარ სიტუაციაში გავუშვით. არადა, ეს ანგარიში საწყის 45 წუთს ობიექტურად არ ასახავდა. ვერაფერს ვიღონებთ, ასეთია ფეხბურთი.

მეორე ნახევარში, ბუნებრივია, ვჩქარობდით, რაც არაორგანიზებულ თამაშში გადაიზარდა. მწვრთნელმა მთხოვა "8-იანის", ხან კი "10-იანის" პოზიციაზე მეთამაშა - ეს  მინდორზე ჩემი საყვარელი ადგილი არაა, თუმცა გუნდს ასე სჭირდებოდა.

ლამაზი გოლი გამომივიდა, რომელმაც, სამწუხაროდ ქულაც ვერ მოგვიტანა, მაგრამ
ის გუნდში ადაპტირების თვალსაზრისით დამეხმარება.

რაც შეეხება ბელგიას, აქ თურქეთის ჩემპიონატზე ბევრად შემტევ ფეხბურთს აჩვენებენ."

შეგახსენებთ, შენგელიას გოლის მიუხედავად, მისი გუნდი დიდი ანგარიშით (1:4) დამარცხდა, ხუთი ტურის შემდეგ კი მხოლოდ 3 ქულა და 4 გატანილი გოლი აქვთ.

ლევან შენგელია, რომელსაც საქართველოს ნაკრებში 10 მატჩი აქვს გამართული, ვილი სანიოლმა უახლოესი შეხვედრების სიაში არ შეიყვანა. ეს ბუნებრივიცაა, რადგან ნახევარმცველი საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში უკლუბოდ იყო.

altლევან შენგელია ბელგიაში გოლით დაბრუნდა [VIDEO]