"ტოტენჰემი" ტრაორეს ვეღარ იმატებს - ეს კვარაცხელიასთვის შანსია?

AutoSharing Option
ავტორიტეტული The Times-ი წერს, რომ "ტოტენჰემი" "ვულვზს" ესპანელი შემტევის, ადამა ტრაორეს ტრანსფერზე ვერ უთანხმდება.

ლონდონელები "მგლებს" 5 მილიონ ფუნტს სთავაზობენ, რითაც ისინი ფეხბურთელს ერთი სეზონით ინათხოვრებენ, "ვულვზი" კი ამის წინააღმდეგია.

საქმე იმაშია, რომ ტრაორეს გუნდთან კონტრაქტი კიდევ 2 წლით აკავშირებს. ამიტომ, "მგლების" ბოსებს სურთ, რომ "ტოტენჰემმა" ფორვარდის გამოსყიდვის ვალდებულება აიღოს, გარიგების საფასურმა კი 35 მილიონი ფუნტი შეადგინოს.

მსგავი სცენარით მოვლენების განვითარება კი "დეზებს" არ აწყობთ და ფეხბურთელის მხოლოდ 1 წლით დამატებაზე ფიქრობენ, რაც ნაკლებად მოსალოდნელია.

ჩვენთვის ეს ფაქტი კი საინტერესო იმითაა,
რომ "ტოტენჰემში" გადასვლის ერთ-ერთი კანდიდატი ხვიჩა კვარაცხელიაცაა და მისი ერთ-ერთი კონკურენტი ტრაორეც გახლდათ.
მკითხველის კომენტარები / 13 /
მაგარია ქარტული ფეხბურტი
beso
16:59 25-08-2021
0
ჯუღელმა დიდი როლი ითამაშა ხვიჩას გადასვლაში საქართველოდან ჯერ სპარტაკში და განსაკუთრებით შემდეგ რუბინში, რამაც ხელი დიდად შეუწყო ხვიჩას გახსნა-ათამაშებას, ანუ ხვიჩას დღევანდელ ჯერ კიდევ წარმატებულ კარიერაში მისი ამაგი უდავოდ მნიშვნელოვანია. მაგრამ დღეს ის აფერხებს ხვიჩას წინსვლას! რადგან გრანდების და დიდი კუშის ძებნაში ბიჭი ძაან მარტივად შეიძლება დარჩეს იქ სადაც არის და გაიმეოროს ასათიანის-ჯანაშიას-ანანიძის-კვიკველიას და კიდევ არაერთის ბედი და ამაში დამნაშავე იქნება სწორედ ჯუღელი!!! სასწრაფოდ უნდა გადავიდეთ ხვიჩა თუნდაც საშუალო ევროპულ გუნდში, სადაც ითამაშებს და გამოჩნდება. თუ ჯუღელმა ეს ვერ მოახერხა უნდა გაწყვიტოს მასთან როგორც აგენტთან კონტრაქტი და ეს ჯუღელს უნდა აუხსნას ახლავე. რომ თუ სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე ვერ მოაგვარებს ტრანსფერს მერე არ ეწყინოს! რა თქმა უნდა ხვიჩას დაემუქრებიან და სკამზეც დასვავევნ, მაგრამ უნდა აიტანოს თორე დამთავრდება ყველაფერი ისე როგორც იმ ,,კინოში" რომელიც უკვე ბევრჯერ ვნახეთ
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული