"სანაკრებო პაუზის შემდეგ ბორდალასი ახლიდან გადაწყვეტს" - მამარდაშვილის შანსებზე ისევ მსჯელობენ

AutoSharing Option
გიორგი მამარდაშვილისა და იესპერ სილესენის კონკურენციის თემა აქტუალობას არ კარგავს. "ვალენსიას" კიპერებზე superdeporte-ი ისევ წერს და ახლა უკვე რივეროსზეც საუბრობს:

"მამარდაშვილი "გრანადას" წინააღმდეგ ისეთივე ეფექტური არ იყო, როგორც პირველ ტურში, თუმცა მისი შეცდომა უხეში არ ყოფილა. ახლა მისი სათადარიგოთა სკამზე ყოფნა უსამართლობა იქნება. ქართველი კიპერი თამაშს იმსახურებს და შესარჩევი ეტაპის წინ ამით ერთგვარ ციკლს დახურავს.

Sportall.Ge

სანაკრებო პაუზის შემდეგ დადგება დრო, როცა ბორდალასს თავისი გადაწყვეტილების მიღება ახლიდან მოუწევს.

ამავდროულად, უსამართლობაა ის, რაც კრისტიან რივეროს ირგვლივ ხდება. მას ორი თვის წინ საინტერესო
შეთავაზებები ჰქონდა, რათა კლუბი იჯარით დაეტოვებინა, მაგრამ მაშინ ის ძირითადი მეკარეობის იმედით გუნდში დარჩა."

"ვალენსია" 28 აგვისტოს, ლა ლიგის მესამე ტურში, "ალავესს" უმასპინძლებს. ამის შემდეგ გიორგი მამარდაშვილი საქართველოს ნაკრებს შეუერთდება.

altსილესენის მაღალი ხელფასი მამარდაშვილის უთამაშებლობას არ ნიშნავს - ესპანური მედია

altმამარდაშვილის მიჯრით მეორე მატჩი ლა ლიგაში და "ვალენსიას" მიღწეული ფრე [VIDEO]



მკითხველის კომენტარები / 5 /
ესენი ვერ არიან, 2 დაურტყეს და 1 აიღო ერთი ვერ აიღო თითქმის პირისპირ იყო და მეტი რა ექნა მეტოქემ რო ვერ დაარტყა ამას ეთვლება მინუსად?
გელა67
19:42 25-08-2021
1
2-3 ოფიციალური,თუნდაც ძალიან მაღალ დონეზე ჩატარებული თამაშის შემდეგ,ძალიან ძნელი იქნება,გამოცდილი და ძალიან კარგი მეკარე გაყიდო და მის ნაცვლად სწორედ ეს თავგამოჩენილი მეკარე დაიტოვო.ასევე მორალურად საჩოთირო სიტუაცია შეიქმნება გუნდის მეორე მეკარის,კრისტიან რივეროს მიმართაც.ასე რომ მწვრთნელს დიდი დილემა აქვს გადასაწყვეტი,რომელსაც ყველასათვის სასიკეთოდ ვერანაირად ვერ გადაწყვეტს.იქნებ ისე მოხდეს,რომ რომელიმე კლუბს სასწრაფოდ დასჭირდეს დროებითი მეკარე და აქედან რომელიმე იქ გადავიდეს იჯარით,თორემ კარგი და სამართლიანი გამოსავალი,მართლაც არ ჩანს.ფანჯრის დახურვამდე კიდევაა დრო და ამისი შანსი არსებობს.გიორგიც რომ გადავიდეს ლა ლიგის რომელიმე სხვა გუნდში,არც ეს იქნება კატასტროფა.ახლა მას,გაცილებით უფრო ძლიერი პოზიციები და მაღალი ფასი აქვს.ამით თვითონაც იხეირებდა და დინამოც უფრო ძვირად გააიჯარებდა,ან გაჰყიდიდა.რა თქმა უნდა ჩვენ გვირჩევნია,ვალენსიაში დარჩეს და თან პირველ მეკარედ.მთავარია ითამაშოს და თან ძირითადში.ამ წელიწადში სად,ამას დიდი მნიშვნელობა არ აქვს.შესაძლოა სუსტ კლუბში თამაში ერჩიოს კიდეც,მეტი დატვირთვა ექნება.
სოსო
18:30 25-08-2021
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული