ყაზაიშვილის დუბლით "ულსან ჰიუნდაიმ" იმარჯვა - ვაკო ჩინებულ ფორმაშია [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ქართველმა ლეგიონერმა ვაკო ყაზაიშვილმა სამხრეთ კორეის K1 ლიგაში დუბლი შეასრულა, მისმა "ულსან ჰიუნდაიმ" კი "სეული" 2:1 დაამარცხა.

საქართველოს ნაკრების შემტევმა გოლები 28-ე და 34-ე წუთებზე გაიტანა - ჯერ ბრწყინვალე გარჯა გოლით დააგვირგვინა, შემდეგ კი ჩაწოდებული ბურთი დაუმუშავებლად გადაგზავნა მეტოქის კარში.

ვაკოსთვის ეს მიმდინარე სეზონში მე-5 შედეგიანი დარტყმა იყო. 28 წლის ფეხბურთელის ანგარიშზე სამი საგოლე გადაცემაცაა. გარკვეული სირთულეების შემდეგ, როცა ის ეროვნულ ნაკრებში ჩამოსვლას შეზღუდვების გამო ვერ ახერხებდა, ყაზაიშვილი სანიოლის სასექტემბრო შეხვედრების სიაშია.

K1 ლიგის ოფიციალურმა გვერდმა ყაზაიშვილი ტურის საუკეთესო ფეხბურთელად
დაასახელა (უკვე მეორედ) და სიმბოლურ ნაკრებში შეიყვანა.

29 აგვისტოს გათამაშების ლიდერი "ულსან ჰიუნდაი" "ინჩეონ იუნაიტედს" უმასპინძლებს, რის შემდეგაც ვაკო საქართველოში გამოემგზავრება.

მკითხველის კომენტარები / 10 /
შეიძლება მაღალი დონის ჩემპიონატი არაა , თუმცა არც დაბალი დონეა . ვისაც ნანახი გაქვთ ამათი თამაშები - ალბათ დამეთანხმებით , რომ საკმაოდ მაღალი ტემპია
ხომ ერა
01:51 26-08-2021
2
ეესეთ კომენტარებს რო წერთ , როგორ შეიძლება სამოყვარულო დონის ჩემპიონატი ქონდეს გუნდს რომელიც აზიის ჩემპიონთა ლოგის მოქმედი ჩემპიონია , თქვენ არ ხართ ხავის და თუნდაც არველაძეს ამ ჩემპიონატზე წარმატებას რო აღნიშნავდით და ულოცავდით?
ლშა
00:37 26-08-2021
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული