ჩაკვეტაძე გადამწყვეტი შეხვედრის წინ - ქართველები ჯგუფურ ეტაპთან

AutoSharing Option
სანაკრებო პაუზის წინ ევროტურნირების ჯგუფური ეტაპი დაკომპლექტდება. ჩემპიონთა ლიგის 2021-22 წლების სეზონში ქართველი წარმომადგენელი არ გვეყოლება. არადა, "ფერენცვაროშის" წარმატების შემთხვევაში, ლაშა დვალი მთავარ საკლუბო ტურნირზე გასვლას უკვე გიორგი ხარაიშვილთან ერთად შეძლებდა (ისინი ევროპის ლიგაზე გადაერთვებიან). რა თქმა უნდა, ვაჟა თარხნიშვილის "შერიფის" წარმატება გვახარებს.

დღეს, 26 აგვისტოს, მინდორზე არაერთ ქართველ მოთამაშეს ვიხილავთ. ევროპის ლიგის პლეი-ოფში ვლადიმირ ვაისის "სლოვანს" წარმოუდგენელი ამოცანის გადაჭრა მოუწევს - "ოლიმპიაკოსთან" საბერძნეთში დიდი ანგარიშით (0:3) მარცხის გაბათილება. ასე რომ, გურამ კაშიასა და ჯაბა კანკავას გუნდს კონფერენს ლიგის ჯგუფურ
ეტაპზე უფრო ველით. მატჩი თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება.

ასეთივე უტოპიურ მდგომარეობაშია ოთარ კიტეიშვილის "შტურმის" მეტოქე სლოვენიური "მურა". ქართველი "ათიანის" გუნდს სტუმრად სოლიდური უპირატესობა (3:1) აქვს მოპოვებული. გრაცელებს საკმაოდ კარგი შემადგენლობა ჰყავთ და თავი ევროპა ლიგის არც ჯგუფურ ეტაპზე უნდა შეირცხვინონ. შეხვედრა სტარტს ჩვენი დროით 23:00 საათზე აიღებს.

Sportall.Ge

თემურ ქეცბაიას "ანორთოსისს" ისრაელში, "ბეერ შევასთან" ნათამაშები უგოლო ფრე (0:0) კონფერენს ლიგის გადამწყვეტ ეტაპზე გასვლაში თითქოს გარკვეულ უპირატესობას აძლევს, თუმცა შანსები მაინც თანაბარია. უეფას ახალი წესი (სტუმრად გატანილი გოლის უპირატესობის გაუქმება)  უფრო მეტად ქართველების კლუბს უნდა გამოადგეს - მაგალითად, ნებისმიერი შედეგიანი ფრის შემთხვევაში, "ანორთოსისი" ადრე ტურნირს გამოეთიშებოდა, ახლა კი თამაში დამატებით დროში გადავა. "ანტონის პაპადოპულოსზე" ფეხბურთელები, მათ შორის, გიორგი ლორია, 21:00 საათზე გამოვლენ (თბილისის დრო).

დავით ხოჭოლავას "კოპენჰაგენმა" ბათუმის "დინამოს" დამარცხებისთვის "სივასპორს" რევანში აუღო (სტუმრად 2:1 სძლია), თუმცა საქმე ჯერ ბოლომდე არ მიუყვანია. სხვათა შორის, თურქთა ნიგერიელმა შემტევმა ლიკ ჯეიმსმა, ბათუმური მატჩის მსგავსად, ტურნირზე მორიგი გოლი დანიელებსაც გაუტანა. ეს ფეხბურთელი საჯარიმოში ძალიან სახიფათოა და მის გასანეიტრალებლად ბათუმელ ცენტრალურ მცველებს დიდი ჯაფა ედგათ. იმედი გვაქვს, კარგ ფორმაში მყოფი ხოჭოლავა სპორტსმენს ხიფათს არ შეაქმნევინებს, ევროპის რანგით მესამე ტურნირის ჯგუფურ ეტაპზე ითამაშებს და "ჯვაროსნებსაც" ამაღლებული განწყობით შეუერთდება. მატჩი 21:00 საათზე (ჩვენი დროით) დაიწყება.

პოლონური "რაკოვი" საკმაოდ უხერხული მეტოქეა, რომელმაც ხვიჩა კვარაცხელიასა და ყაზანის "რუბინის" განეიტრალება შეძლო, რასაც პლეი-ოფის პირველ შეხვედრაში, საკუთარ მოედანზე, გიორგი ჩაკვეტაძის "გენტის" დაამარცხებაც (1:0) მოჰყვა.

Sportall.Ge

დღევანდელ შეხვედრაში ქართველი ფეხბურთელის ძირითად შემადგენლობაში ყოფნის იმედი გვაქვს. ბელგიურ გუნდს პირველ მატჩში გარკვეული ასპექტები, განსაკუთრებით, შემოქმედებით და დამაგვირგვინებელ ნაწილში დააკლდა და ჩაკვეტაძეს ამის მოგვარება შეუძლია. მთავარია, გიორგიმ თავისი საუკეთესო თამაში შემოგვთავაზოს და კონფერენს ლიგის ისტორიაში პირველ გათამაშების ჯგუფში გასვლა მის გუნდს გაუმარტივდება. ქართველი გულშემატკივრებისთვის განსაკუთრებით საინტერესო დაპირისპირება თბილისის დროით 22:00 საათზე დაიწყება.

მიუხედავად იმისა, რომ ნიკა ნინუას თავის გამოჩენის საშუალება, ფაქტობრივად, არ ეძლევა, "პაოკის" ამბები უყურადღებოდ არ გვრჩება. კონფერენს ლიგის პლეი-ოფში ბერძნული კლუბი ხორვატიულ "რიეკას" საკუთარ მოედანზე დაუზავდა (1:1), დღეს კი განმეორებით მატჩია. შეგახსენებთ, "პაოკში" ქართული ფესვების მქონე ვასილიოს გორდეზიანიც ირიცხება.

alt"გენტს" შემოქმედებას უწუნებენ - ჩაკვეტაძე ჯერ ჩვეულ ფორმაში არაა

altხოჭოლავას "კოპენჰაგენმა" ზედიზედ მეხუთე გამარჯვება მოიპოვა

altქეცბაია "ანორთოსისს" "ნერვების ომისთვის" ამზადებს


მკითხველის კომენტარები / 10 /
სლოვანთან შტურმის მეტოქე შეადარეს, გასაგებია, მაგრამ აჯობებდა - სამაგიეროდ ძალიან მომგებიან სიტუაციაშია შტურმიო, რომ დაეწერათ
: )))))))
21:39 26-08-2021
0
მომკალით და ჩაკვეტაძის ვარსკვლავობისა ვერაფერს ვხედავ, იქნებ ვცდები, მარა ვერ ვხედავ და მომკალით.
ხვიჩა? ეგ კი ბატონო, მარა ჩაკვე ვარსკვლავებამდე? ვერა რაა...
ჰავლაბრელი ყაიმაზა ელი..
18:43 26-08-2021
8
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული