"გენტს" შემოქმედებას უწუნებენ - ჩაკვეტაძე ჯერ ჩვეულ ფორმაში არაა

AutoSharing Option
კონფერენს ლიგის პლეი-ოფის პირველ მატჩში გიორგი ჩაკვეტაძის "გენტის" მარცხმა ("რაკოვთან" 0:1) ბელგიური კლუბის გულშემატკივრები ძალიან გაანაწყენა. უკმაყოფილება უფრო მეტად საგოლე შანსების გამოუყენებლობისა და შემოქმედებითი ფეხბურთის ნაკლებობის მიმართაა გამოთქმული:

"რამდენად ხშირად აპირებთ ფეხბურთელების ერთ პოზიციაზე შეძენას? ნახევარმცველები თითქმის ყველა კლუბიდან გაიტაცეთ. ძალიან უცნაური სატრანსფერო პოლიტიკა გაქვთ."

"თქვენ საუკეთესო ხართ ბიზნესის კეთებაში, სპორტული მხარე კი დაგცინით!"

"საკმაოდ ბევრი საგოლე შანსი და არცერთი გოლი - ესაა "გენტის" მთავარი პრობლემა. პერიოდულად კარგად ვთამაშობთ, მომენტებსაც ვქმნით, მაგრამ ფეხბურთში გადამწყვეტი მაინც გოლის გატანაა."

"ასე თქვენ მთელი
სეზონის განმავლობაში კარგად ითამაშებთ, მაგრამ ყველგან დამარცხებით. წელს არაფერს ველი."

"ნახევრად დაცვით ფეხბურთს ვთამაშობთ და შემოქმედება გვაკლია. ჩვენი ნახევარდაცვა მეტოქემ დაჩაგრა."

"გენტმა" მართლაც მეტოქეზე ბევრად მეტი მომენტი შექმნა - კარისკენ 12-ჯერ დაარტყა, პოლონელთა მეკარემ კი ბურთი 4-ჯერ მოიგერია. ბელგიური კლუბი დისციპლინაში მოიკოჭლებს, მეტოქეზე 2-ჯერ ხშირად დაჯარიმდა და მატჩის არბიტრი გაფრთხილებებსაც იყენებდა.

გიორგი ჩაკვეტაძე შეხვედრაში 68-ე წუთზე ჩაერთო, თუმცა თამაშის სცენარის შეცვლა ვერც ტრავმიდან ახლად დაბრუნებულმა ქართველმა ფეხბურთელმა მოახერხა. ის პრობლემები, რაზეც გულშემატკივრები უთითებენ, იქნებ სწორედ გიორგის ფორმაში შესვლასთან ერთად აღმოიფხვრას. განმეორებითი მატჩი ერთ კვირაში გაიმართება.

alt"რაკუვმა" "რუბინის" შემდეგ "გენტსაც" მოუგო - ჩაკვეტაძე შეცვლაზე შევიდა

altლორია საუკეთესო იყო, ქეცბაიას გულშემატკივრების ეიმედება




 

მკითხველის კომენტარები / 3 /
აშკარად ტონუსი აქვს დაკარგული, მაგრამ არაფერია, ამდენი ხნის უთამაშებლისთვის ეს ნორმალურია, იმედია მალე შევა ფორმაში!
Irakli
14:52 20-08-2021
0
გეთანხმები გიო მართლა ისეთ დაცვის ზღუდეებში შედიოდა იქ ბურთს ვერაფრით მიაწვდიდი. ვფიქრობ არაუშავს მტავარია კუნთები გაუძლიერდეს და მერე მიხვდება მის შეცდომებს, უნდა გადაახვიოს უყუროს. კარგი იქბნება თუ თამაშში უფრო მეტად ჩადებს ინტელექტს და საწყის ეტაპზე მოერიდება დრიბლინგებს
giga
14:45 20-08-2021
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული