"ტრაბზონსპორმა" აზაროვის სანაცვლოდ თანხა დაასახელა

AutoSharing Option
sabah.com.tr წერს, რომ "ტრაბზონსპორმა" ბათუმის "დინამოს" ირაკლი აზაროვის ტრანსფერთან დაკავშირებით ოფიციალურად მიმართა.

თურქული კლუბი მზადაა, 19 წლის ფეხბურთელის სანაცვლოდ 450 000 ევრო გადაიხადოს და ამასთანავე, მისი შემდეგი ტრანსფერიდან ქართული გუნდის წილი დამატებით ტრანსფერის 30% იქნება.

წყარო ასევე აღნიშნავს, რომ ბათუმელებმა თანხა იცოტავეს და მათ 1 მილიონი ევროს მიღება სურთ.

ჩვენი თურქი კოლეგები წერენ, რომ მხარეებს შორის მოლაპარაკებები გრძელდება.

შეგახსენებთ, რომ აზაროვის სახელს "კრასნოდარს", "ბრიუგესა" და ზაგრების "დინამოსაც" უკავშირებენ.

მკითხველის კომენტარები / 12 /
ირაკლი ძალიან სწრაფად ვითარდება ბათუმში,ჯერ ასაკითაც პატარაა და სჯობია ეს წელი,ბათუმში გაატაროს.საკულაოდ ის გაცილებით უფრო ძლიერი,გამოცდილი და დაჭკვიანებული იქნება.ფიზიკურადაც მოძლიერდება,ბათუმსაც გამოადგება ევროტურნირზე და გაცილებით უკეთეს ფასადაც გაიყიდება.ეს ისეთი ბიჭია,არ არსებობს თავში აუვარდეს და ზრდა შეწყვიტოს.მას მუდმივად თამაში სჭირდება და ნდობა.ახლა გაყიდვა,ირაკლისთვისაც საზიანო მგონია,რადგან მცირე ფასის გამო,ახალ კლუბში დიდ ფერობას არავინ დაუწყებს.არც დიდ ხელფასს მისცემენ და დიდს ვერაფერს იხეირებს,თან შესაძლოა სკამზეც მოუწიოს ჯდომა.ითამაშოს ბათუმში,ისწავლოს უცხო ენები და ყოველმხრივ მომზადებული წავიდეს კლუბიდან, უფრო ძლიერ ლიგაში.
სოსო
17:00 26-08-2021
0
ტრაბზონი თურქეთის მასშტაბითაც დიდად ვერ ქაჩავს.ძაან არასტაბილურია და ყოველ სეზონს ახალი შემადგენლობით და მწვრთნელით ხვდება დანაშაულია ასეთ კლუბში ასეთი ნიჭიერი ფეხბურთელის გაშვება.ბრიუგე და დინამო ზაგრები მესმის,მაგრამ რა ტრაბზონი და რიზე.დაბალი დონე მგონია აზაროვისთვის.
Master
16:25 26-08-2021
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული