რუსი ჟურნალისტი: ირაკლი აზაროვის დამატება ბელგიის ჩემპიონს და ცნობილ რუსულ გუნდს სურთ

AutoSharing Option
ცნობილი რუსი ჟურნალისტი ნობელ არუსტამიანი ავრცელებს ინფორმაციას, რომ ბათუმის "დინამოს" მცველის, ირაკლი აზაროვის დამატება "კრასნოდარსა" და "ბრიუგეს" სურთ.

"მას შემდეგ, რაც ხვიჩა კვარაცხელიამ რუსეთის პრემიერლიგაში თავი გამოიჩინა, ქართველი ფეხბურთელების მიმართ ინტერესი უფრო და უფრო გაიზარდა.

მაგალითისთვის, მოსკოვის "დინამომ" ლუკა გაგნიძე დაიმატა, რომელიც შემდეგში "ურალში" გაანათხოვრა.

ჩემი ინფორმაციით, "კრასნოდარი" ირაკლი აზაროვს ადევნებს თვალს და მისი დამატება სურს", - ამბობს არუსტამიანი თავის ტელეგრამ-არხზე.

ამას გარდა, რუსი ჟურნალისტი ასევე ამბობს, რომ აზაროვის ტრანსფერის გაჩარხვა ბელგიის მოქმედ ჩემპიონ "ბრიუგესაც" სურს.

მას შემდეგ, რაც ამ
გუნდმა მიმდინარე ზაფხულს ორი მცველი - ტომას ვან დე კეიბუსი და დავიდ ოკერეკე გაასხვისა, კლუბი აუცილებლობის წინაშე დადგა, რომ მარცხენა მცველი შეიძინოს და ერთ-ერთ ვარიანტად სწორედ ჩვენებური ჰყავს შეგულებული.

ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები. აქვე გეტყვით, რამდენიმე დღის წინ გავრცელებული ინფორმაციით, აზაროვის საკუთარ რიგებში ხილვა ზაგრების "დინამოსაც" სურს.

მკითხველის კომენტარები / 9 /
ახალგაზრდულ 2023-ზე, რომლის ერთ-ერთი მასპინძელიც საქართველოა. ჩვენს ნაკრებს შეუძლია ძაან მაგარი შემადგენლობა გამოიყვანოს. ასაკით თამაში უწევთ შემდეგ მოთამაშეებს:
მამარდაშვილი, კვარაცხელია, დავითაშვილი, მიქაუტაძე, აზაროვი, გაგნიძე, წიტაიშვილი, დარცმელია, კაპანაძე, გულიაშვილი, ხარაბაძე, აბუაშვილი, მექვაბიშვილი არ მინდა კიდევ ვინმე გამომრჩეს.
შაკო
13:15 17-08-2021
0
ფული ფულია დღეს მთავარი,ან არადა აქვს ხალხს ტომრებით მაგრამ ვერ იყენებენ ,საფლავში ჩაიტანთ ? თუ ჯოჯოხეთში გამოგადგებათ აა ? მიეცით ქართველ ფეხბურთელებს 5 დან 10 ათას ლარამდე და დარჩნენ და ითამაშონ მშობლიურ გუნდებში,გაიხარებს ერი და ბერი.
დევკალიონი
02:02 17-08-2021
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული