კვარაცხელია საქართველოს ნაკრებს ვერ დაეხმარება - ექსკლუზიური ინტერვიუ მამუკა ჯუღელთან

AutoSharing Option
სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე რამდენიმე დღე რჩება, ხვიჩა კვარაცხელიას მიმართ კი ქართველ გულშემატკივრებს განსაკუთრებული ყურადღება აქვთ მიპყრობილი.

SPORTALL.GE "კვარას" აგენტ მამუკა ჯუღელს დაუკავშირდა.

"ტოტემჰემი" და "ნაპოლი"

"როგორც "ტოტემჰემის", ასევე "ნაპოლის" ხელმძღვანელობასთან აქტიური მოლაპარაკებები გვაქვს. თუმცა საკითხები ბოლომდე შეთანხმებული არაა, სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე რამდენიმე დღეა დარჩენილი და ყველაფერი შეიძლება მოხდეს.

"რუბინი" ხვიჩას ტრანსფერს ხელს არ უშლის, პირიქით, ხელს უწყობს, მაგრამ მას Transfeemarkt-ზე აქვს თავისი ფასი, ეს მისმა მსურველმა კლუბებმა იციან და ვისაც კვ
არაცხელიას გადაბირება სურს, მისი გადახდა მოუწევს. თუკი კლუბებს შორის მოლაპარაკება არ ჩაიშალა, კვარაცხელია გუნდს რამდენიმე დღეში შეიცვლის. ასე თუ ვერ მოხდება, ხვიჩა "რუბინს" დეკემბერში აუცილებლად დატოვებს.

მოლაპარაკებებში უამრავი დეტალია, რომელთა აფიშირების უფლება მხოლოდ კლუბებს აქვთ. იმას გეტყვით, რომ თავდაპირველად საუბარი 20 მილიონ ევროზე იყო, თუმცა შემდეგ ამ თანხამ დაიკლო."

ხვიჩა ნაკრებ ვერ დაეხმარება

"კვარაცხელიას "კრილიასთან" მატჩში კუნთში ჩაარტყეს და ამის შემდეგ ტრავმა აწუხებს. ახლა მას სამკურნალო პროგრამა აქვს, რომელიც ჯერ ვერ დასრულდება. შესაბამისად, კვარაცხელია უახლოეს მატჩებში საქართველოს ნაკრებს ვერ დაეხმარება. თუკი კლუბს არ შეიცვლის, 12 სექტემბერს რუსეთის პრემიერლიგის მორიგ ტურში თამაშს შეძლებს."

რაც უნდათ წერონ...

"უკვე შევეჩვიე იმას, რომ ჩემ მიმართ აგრესია აქვთ, ადამიანები უბრალოდ სხედან და წერენ იმას, რის შესახებ ინფორმაციაც არ აქვთ. ჩვენზე მეტად არავის სურს, ხვიჩამ ტოპ-კლუბში ითამაშოს და ეს ასეც მოხდება, ამისთვის ყველაფერი კეთდება. "ტოტენჰემი" თუ "ნაპოლი" მაინც ტრამპლინია. კვარაცხელიამ ისეთ გრანდში უნდა ითამაშოს, როგორიც "რეალია".

მკითხველის კომენტარები / 93 /
რაც უფრო მალე მოშორება ჯუღელს, მით უკეთესი ხვიჩასთვის. თუ არ მოშორება, დაინგრევს კარიერას.
0
უდავოდ კარგი ფეხბურთელია, მაგრამ, ნუთუ ქართული ფეხბურთი კვარაცხელიაზე დგას? ნუ არ მოდის! და რა? ეროვნული ტრაგედიაა? გავაგრძელოთ რა ცხოვრება და ვისაუბროთ იმ ჯიგრებზე ვინც დღეს ვარჯუშობს თბილ.ზღვაზე.
რატი
22:11 28-08-2021
5

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული