მამარდაშვილმა ლა ლიგაში მეორედ შეინახა კარი მშრალად - "ვალენსია" წინ მიიწევს [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ლა ლიგის მესამე ტურში „ვალენსიამ“ საკუთარ მოედანზე „ალავესი“ 3:0 დაამარცხა.

„ღამურების“ 20 წლის ქართველმა მეკარე გიორგი მამარდაშვილმა პრიმერას სტარტზე მესამე მატჩში მიიღო მონაწილეობა, ორჯერ კარი მშრალად შეინახა და მხოლოდ ერთი გოლი გაუშვა.

მასპინძლები დიდ ტერიტორიულ და სათამაშო უპირატესობას ფლობდნენ და დებიუტში ვასმა ჩერიშევის პასით ანგარიში გახსნა, შემდეგ გედეშმა ბურთი ძელს გაარტყა, ხოლო ზედ შესვენებაზე გასვლის წინ სოლერმა ულამაზესი გოლი გაიტანა.

56-ე წუთზე სტუმრებმა პირველი სახიფათო მომენტი შექმნეს, მაგრამ მიაზგას თავური მამარდაშვილმა ლამაზ ნახტომში მოიგერია, მალე კი გედეშმა დალაშქრა პაჩეკოს კარი.

„ვალენსიას“ 3 ტურის შემდეგ 7 ქულა აქვს და სანაკრებო პაუზის შემდეგ, 12 სექტემბერს გასვლაზე „ოსასუნას“ დაუპირისპირდება.

ვალენსია. „მესტალია“
ვალენსია - ალავესი 3:0
გოლები: 1:0 ვასი (3), 2:0 სოლერი (45+2), 3:0 გედეში (60)

მკითხველის კომენტარები / 6 /
იმედია სანიოლს ტვინი ეყოფა იმდენი რო კიდე ყვავის ხელა ლორია არ დააყენოს კარებში,მამარდაშვილის ზედიზედ 3 თამაშის სასტავში დაწყება ვალენსიის დონის გუნდში უკვე შემთხვევითობა აღარაა და ეგ აჩვენებს უკვე რა დონეზეც დგას
გიო
13:33 28-08-2021
8
ამ სეივის გარდა-ფეხით კარგად ითამაშა მეორე ტაიმის ბოლოსკენ რამდენჯერმე მოუწოა ჩართვა და ამ სეივის მერე იყო ეპიზოდი-ხელით შეიყვანა ბურთი-60 მეტრიანი პასი დაასვა ხელით,ძალიან ლამაზად და შთამბეჭდავად გამოუვიდა.
Levani
12:55 28-08-2021
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული