მამარდაშვილმა ლა ლიგაში მეორედ შეინახა კარი მშრალად - "ვალენსია" წინ მიიწევს [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ლა ლიგის მესამე ტურში „ვალენსიამ“ საკუთარ მოედანზე „ალავესი“ 3:0 დაამარცხა.

„ღამურების“ 20 წლის ქართველმა მეკარე გიორგი მამარდაშვილმა პრიმერას სტარტზე მესამე მატჩში მიიღო მონაწილეობა, ორჯერ კარი მშრალად შეინახა და მხოლოდ ერთი გოლი გაუშვა.

მასპინძლები დიდ ტერიტორიულ და სათამაშო უპირატესობას ფლობდნენ და დებიუტში ვასმა ჩერიშევის პასით ანგარიში გახსნა, შემდეგ გედეშმა ბურთი ძელს გაარტყა, ხოლო ზედ შესვენებაზე გასვლის წინ სოლერმა ულამაზესი გოლი გაიტანა.

56-ე წუთზე სტუმრებმა პირველი სახიფათო მომენტი შექმნეს, მაგრამ მიაზგას თავური მამარდაშვილმა ლამაზ ნახტომში მოიგერია, მალე კი გედეშმა დალაშქრა პაჩეკოს კარი.

„ვალენსიას“ 3 ტურის შემდეგ 7 ქულა აქვს და სანაკრებო პაუზის შემდეგ, 12 სექტემბერს გასვლაზე „ოსასუნას“ დაუპირისპირდება.

ვალენსია. „მესტალია“
ვალენსია - ალავესი 3:0
გოლები: 1:0 ვასი (3), 2:0 სოლერი (45+2), 3:0 გედეში (60)

მკითხველის კომენტარები / 6 /
ამ სეივის გარდა-ფეხით კარგად ითამაშა მეორე ტაიმის ბოლოსკენ რამდენჯერმე მოუწოა ჩართვა და ამ სეივის მერე იყო ეპიზოდი-ხელით შეიყვანა ბურთი-60 მეტრიანი პასი დაასვა ხელით,ძალიან ლამაზად და შთამბეჭდავად გამოუვიდა.
Levani
12:55 28-08-2021
0
გიორგის დიდი დატვირთვა არ ჰქონია,მაგრამ ყველა ეპიზოდში ძალიან საიმედოდ გამოიყურებოდა და სადმე მის საგრძნობ შეცდომაზე საუბარი,არაფრით გამოვა.სახიფათო რაც დაურტყეს,ლამაზად მოიგერია,ფეხითაც ყოველი გრძელი პასი,ზუსტი იყო და საკმაოდ მაღლა აწეული ვალენსიას დაცვის უკან შექმნილ თავისუფალ სივრცეებს,უნარიანად აზღვევდა.უკვე აშკარაა,რომ დაცვა მას ენდობა და მშვიდად თამაშობს.ნაკრების მოახლოებულ თამაშებში ვფიქრობ სანიოლი,პირველ თამაშში ასევე ჩინებულ ფორმაში მყოფ გიორგი ლორიას დააყენებს,ბულგარეთთან აუცილებლად მამარდაშვილს გამოსცდის და უკვე შემდეგ იფიქრებს,ვინ დააყენოს ესპანეთის წინააღმდეგ.სანიოლს თავსატეხი აქვს,მაგრამ ასეთი თავსატეხი გვირჩევნია,სხვა პოზიციების თავსატეხებს. კრილია სოვეტოვთან თამაშის შემდეგ,აქ ზოგიერთებმა დაწერეს,რომ კვარაცხელია ტყუილად იგონებდაო,დამტვრევას.არადა აშკარად გამოჩნდა,რამხელა ყინულის ბუშტი ედო ფეხზე,სათადარიგოების სკამზე.ამდენი დრო გავიდა და კიდევ ვერ გამოჯანმრთელდა.ახლა მაინც დაიჯერებენ,რომ ეს ბიჭი აფერისტი არ არის?მაპატიეთ,სიტყვა გამექცა.
წუხელ გიორგი მამარდაშვილმა თავისი შესანიშნავი თამაშით,პირველმა მოგვილოცა მარიამობის დღესასწაული და მეც,ჩემი მხრიდან სპორტის ყველა მოყვარულს,საქართველოს ყველა შვილს გილოცავთ მარიამობას.დაე ყველას გვფარავდეს,მისი მადლიანი კალთა და სიყვარული.
სოსო
10:20 28-08-2021
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული