გიორგი მამარდაშვილმა "ვალენსიას" მაისურით კიდევ ერთი მშრალი მატჩი ჩაატარა, მისი გუნდი კი 7 ქულით "ლა ლიგის" ცხრილში გალიდერდა.
ქართველი მეკარის თამაშს დადებითი გამოხმაურებები მოჰყვა.
გავლენიანი AS-ი წერს: "მამარდაშვილის კართან ახლა გაცილებით ნაკლები საფრთხე იყო, ვიდრე გასულ მატჩებში, მაგრამ მშვიდად გაუმკლავდა იმ მომენტებს, რომლებიც შეიქმნა - ჯერ გუიდეტის დარტყმა გააუნვებელყო, შემდეგ კი მიასგას რთული თავური მოიგერია."
Sofascore-მ გიორგის თამაში 7.4 - ით შეაფასა, რაც "ვალენსიაში" ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. საუკეთესო გონსალო გედეში იყო - 8.8.
გიორგი მამარდაშვილი სანაკრებო შეხვედრების ჩასატარებლად საქართველოში
მამარდაშვილმა ლა ლიგაში მეორედ შეინახა კარი მშრალად - "ვალენსია" წინ მიიწევს [VIDEO]