მამარდაშვილს ისევ კარგად აფასებენ. ვინ დაიცავს ლიდერი "ვალენსიას" კარს?

AutoSharing Option
გიორგი მამარდაშვილმა "ვალენსიას" მაისურით კიდევ ერთი მშრალი მატჩი ჩაატარა, მისი გუნდი კი 7 ქულით "ლა ლიგის" ცხრილში გალიდერდა.

ქართველი მეკარის თამაშს დადებითი გამოხმაურებები მოჰყვა.

Sportall.Ge

გავლენიანი AS-ი წერს: "მამარდაშვილის კართან ახლა გაცილებით ნაკლები საფრთხე იყო, ვიდრე გასულ მატჩებში, მაგრამ მშვიდად გაუმკლავდა იმ მომენტებს, რომლებიც შეიქმნა - ჯერ გუიდეტის დარტყმა გააუნვებელყო, შემდეგ კი მიასგას რთული თავური მოიგერია."

Sportall.Ge

Sofascore-მ გიორგის თამაში 7.4 - ით შეაფასა, რაც "ვალენსიაში" ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. საუკეთესო გონსალო გედეში იყო - 8.8.

გიორგი მამარდაშვილი სანაკრებო შეხვედრების ჩასატარებლად საქართველოში
გამოემგზავრება, "ვალენსია" კი 12 სექტემბერს "ოსასუნას" ესტუმრება და იმედია, ქართველ კიპერს ისევ სასტარტო შემადგენლობაში ვიხილავთ. საინტერესოა, ბორდალასი რა გადაწყვეტილებას მიიღებს. "ღამურების" თავკაცმა მატჩის შემდეგ განაცხადა, რომ ოთხიდან ერთ-ერთი მეკარე, შესაძლოა, იჯარით გაუშვან.

altმამარდაშვილმა ლა ლიგაში მეორედ შეინახა კარი მშრალად - "ვალენსია" წინ მიიწევს [VIDEO]




მკითხველის კომენტარები / 4 /
საქართველოს კიდევ დიდი ხანი არ ექნება მეკარის პრობლემა იმიტომ,გიორგი ითამაშებს უმაღლეს დონეზე!
0
სილესენი გაყიდონ და ეგაა,შეუძლიათ რომერო გააიჯარონ და 3ე მეკარე კანტერადან აიყვანონ.
Levani
16:24 28-08-2021
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული