თურქეთის ჩემპიონატის მესამე ტურშიც გაიტანა "ჰათაიასპორის" ნახევარმცველმა საბა ლობჟანიძემ გოლი.
პირველი ტაიმის შემდეგ "ჰათაიასპორი" საკუთარ მოედანზე "ალანიასპორს" 3:0 ამარცხებს, ლობჟანიძემ კი გოლი გაიტანა და საგოლე გადაცემა გააკეთა.
საბამ სასტარტო სამივე ტურში გაიტანა გოლი.