"ისინი გიორგის სახელს სკანდირებდნენ და არც ტაშის დაკვრას ერიდებოდნენ..." - მამარდაშვილს ესპანური მედია ისევ აქებს

AutoSharing Option
გიორგი მამარდაშვილის თამაშით აღფრთოვანებული ესპანური მედია მასზე ისევ აქტიურად წერს.

"ქართველი კიპერი "მესტალიაზე" გამოჩენის შემდეგ შეუმჩნეველი არავის დარჩენია. მისმა თამაშმა "ვალენსიას" გულშემატკივრებში სიგიჟე გამოიწვია და ის ახალ გმირად იქცა.

ზაფხულის საუკეთესო ტრანსფერი, რომელიც "ვალენსიამ" როგორც სპორტული, ასევე ეკონომიკური მიმართულებით განახორციელა, მამარდაშვილის გადაბირება იყო. 

გასაკვირია, რომ ქართველი მეკარე ძალიან მაღალ დონეზე თამაშობს და სილესენს სერიოზულ კონკურენციას უწევს. ნიდერლანდელი კიპერის მომავალი კიდევ უფრო გაურკვეველია - მიუხედავად იმისა, რომ ბორდალის თავდაპირველი არჩევანი სწორედ მასზე დაყრდნობა იყო.

მამარდაშვილის გამოჩენამ შესაძლოა, სიტუაცია მნიშვნელოვნად შეცვალოს. გიორგის
თამაშმა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. "ალავესის" წინააღმდეგ მას ტურის ერთ-ერთი საუკეთესო სეივი ჰქონდა.

მესამე ტურში, საჯარიმო დარტყმის შემდეგ, მამარდაშვილმა საოცარი თავური დარტყმა მოიგერია. ქართველი მეკარის ფრენით ღრუბლები მოიფშვნიტა, "მესტალიაზე" შეკრებილი გულშემატკივრები კი სიგიჟემ მოიცვა - ისინი გიორგის სახელს სკანდირებდნენ და არც ტაშის დაკვრას ერიდებოდნენ.

სანაკრებო პაუზის შემდეგ ბორდალასმა მეკარის საკითხი ხელახლა უნდა გადაწყვიტოს. გიორგი იმსახურებს, რომ ისევ ძირითად შემადგენლობაში ითამაშოს.

მამარდაშვილს საქართველოს ნაკრებთან ერთად ესპანელთა წინააღმდეგ თამაში მოუწევს და შეუძლია თავი მსოფლიოს გააცნოს. მას ესპანეთი უკვე იცნობს!"


მომზადებულია Eldesmarques-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 11 /
სანიოლმა გიო უნდა დააყენოს ძირითადში ესპანეთთან მაინც თორე ვალენსიის კარიარაზეც შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს. იმედია სილესენს გაყიდის ვალენსია
ტოტტი
30 აგვისტო 2021 17:35
3
რამდენი მილიონიც მოიგო ვალენსიამ,იმდენი მილიონი წააგო დინამომ და ვალენსიას ძირითადის დონის ფეხბურთელი,დინამოში თამაშის ღირსი ვერ გახდა.აქედანაც კარგად ჩანს,დინამოს დირექტორატის საქმის ცოდნა და პროფესიონალიზმი.ფიფიას ლანძღავენ,მაგრამ მე უფრო მეცოდება კიდეც,ეს კაცი.ყოველწლიურად რამდენს ჰკარგავს, ასეთი უაზრო პოლიტიკით.
სოსო
30 აგვისტო 2021 21:38
2
არავინ იცის, პირადად ფიფიამ, რა მიიღოე მაქედან :დდ
არაოფიციალურად, რა თქმა უნდა ;)
₾ადო
31 აგვისტო 2021 09:06
2
კარგია რომ მედია ზეწოლას ახდენს ბორბალანზე ეს დიდი პლიუსია ესპანირი პრესა რომ აალაპარაკა იმედია სანიოლი ძირითადში დააყენებს რომ კიდევ ერთხელ დაანახოს თავის სიძლიერე. ესპანირმა მედიამ მინიშნებაც გააკეთა რომ ნაკრებში ესპანეთან დააყენოს წარმატებები მამარდაშვილო გვიხარია რომ მანდ ხარ და მალე ტეშტეგენსაც შეცვლი მოვა მაგის დრო მალე ✌✌❤❤❤
ემიგრანტი
31 აგვისტო 2021 00:00
0
უნდა მოვიშოროთ დამარცხებულის მენტალიტეტი და მშვენიერი ნაკრები გვეყოლება. რომ არა დამარცხებულის მენტალიტეტი შვედეთს იქ ფრეს გავუგორებდით და ესპანეთს აქ მოვუგებდით ავტობუსი რომ დაგვეყენებინა.
roma
30 აგვისტო 2021 22:25
1
მინდა ვუსურვო გიორგის სტაბილური თამაში და კიდევ მეტი თავდადება. საამაყო ბიჭია!
მერაბი
31 აგვისტო 2021 09:59
1
სამწუხაროდ ისე ხდება, რომ იქ თავს არ ზოგავენ , საქართველოს ნაკრებში კი მამლუქები, ხომ იცით !
მანჩო
30 აგვისტო 2021 17:17
91
სამწუხაროდ ისე ხდება, რომ არც კი ინტერესდებით თქვენ და ბევრი თქვნენნაირი ფეხბურთელებით და მთლიანად გუნდის ცუდ ფონზე ერთნაირად ეძახით ყველას უსიამოვნო სიტყვებს. მამამრდაშვილის ცუდი თამაში სად ნახე ნაკრებში, საერთოდ არ აქვს ნათამაშები. ასე მსგავსად ეპყრობით ბევრ (თავზე საყრელად ნამდვილად არ გვყავს) მშრომელ ფეხბურთელს. კიტეიშვილზეც რო აღნიშნეს კარგ ფორმაშიაო ისაც შენი მიზეზებით გააკრიტიკეს :)
დემე
30 აგვისტო 2021 18:44
1
ესპანეთთან უნდა დააყენოს სწორედ და არა კოსოვოსთან
12
31 აგვისტო 2021 17:46
0
მამარდაშვილს მსოფლიო დღევანდელი საქართველოს ნაკრების მდგომარეობიდან გამომდინარე უფრო გაიცნობს, მიუხედავად იმისა თუ რომელი ქვეყნის ნაკრებს ვეთამაშებით თუ ვალენსიას რიგებში?, საინტერესოა.
1
31 აგვისტო 2021 19:14
0
თვალი არ ეცესო?.... არ ვარ დარწმუნებული ესპანეთთან მისი თამაშის მიზანშეწონილობაში, იმიტომ, რომ გაგვიტანენ და არაერთს და გიორგის სტატისტიკა არ გაუფუჭდეს, აი კოსოვოსთან კი კარგი იქნება...
გუსანი
31 აგვისტო 2021 15:25
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული