"ისინი გიორგის სახელს სკანდირებდნენ და არც ტაშის დაკვრას ერიდებოდნენ..." - მამარდაშვილს ესპანური მედია ისევ აქებს

AutoSharing Option
გიორგი მამარდაშვილის თამაშით აღფრთოვანებული ესპანური მედია მასზე ისევ აქტიურად წერს.

"ქართველი კიპერი "მესტალიაზე" გამოჩენის შემდეგ შეუმჩნეველი არავის დარჩენია. მისმა თამაშმა "ვალენსიას" გულშემატკივრებში სიგიჟე გამოიწვია და ის ახალ გმირად იქცა.

ზაფხულის საუკეთესო ტრანსფერი, რომელიც "ვალენსიამ" როგორც სპორტული, ასევე ეკონომიკური მიმართულებით განახორციელა, მამარდაშვილის გადაბირება იყო. 

გასაკვირია, რომ ქართველი მეკარე ძალიან მაღალ დონეზე თამაშობს და სილესენს სერიოზულ კონკურენციას უწევს. ნიდერლანდელი კიპერის მომავალი კიდევ უფრო გაურკვეველია - მიუხედავად იმისა, რომ ბორდალის თავდაპირველი არჩევანი სწორედ მასზე დაყრდნობა იყო.

მამარდაშვილის გამოჩენამ შესაძლოა, სიტუაცია მნიშვნელოვნად შეცვალოს. გიორგის
თამაშმა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. "ალავესის" წინააღმდეგ მას ტურის ერთ-ერთი საუკეთესო სეივი ჰქონდა.

მესამე ტურში, საჯარიმო დარტყმის შემდეგ, მამარდაშვილმა საოცარი თავური დარტყმა მოიგერია. ქართველი მეკარის ფრენით ღრუბლები მოიფშვნიტა, "მესტალიაზე" შეკრებილი გულშემატკივრები კი სიგიჟემ მოიცვა - ისინი გიორგის სახელს სკანდირებდნენ და არც ტაშის დაკვრას ერიდებოდნენ.

სანაკრებო პაუზის შემდეგ ბორდალასმა მეკარის საკითხი ხელახლა უნდა გადაწყვიტოს. გიორგი იმსახურებს, რომ ისევ ძირითად შემადგენლობაში ითამაშოს.

მამარდაშვილს საქართველოს ნაკრებთან ერთად ესპანელთა წინააღმდეგ თამაში მოუწევს და შეუძლია თავი მსოფლიოს გააცნოს. მას ესპანეთი უკვე იცნობს!"


მომზადებულია Eldesmarques-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 11 /
სანიოლმა გიო უნდა დააყენოს ძირითადში ესპანეთთან მაინც თორე ვალენსიის კარიარაზეც შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს. იმედია სილესენს გაყიდის ვალენსია
ტოტტი
17:35 30-08-2021
3
რამდენი მილიონიც მოიგო ვალენსიამ,იმდენი მილიონი წააგო დინამომ და ვალენსიას ძირითადის დონის ფეხბურთელი,დინამოში თამაშის ღირსი ვერ გახდა.აქედანაც კარგად ჩანს,დინამოს დირექტორატის საქმის ცოდნა და პროფესიონალიზმი.ფიფიას ლანძღავენ,მაგრამ მე უფრო მეცოდება კიდეც,ეს კაცი.ყოველწლიურად რამდენს ჰკარგავს, ასეთი უაზრო პოლიტიკით.
სოსო
21:38 30-08-2021
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული