
"ჰათაისპორის" ნახევარმცველმა საბა ლობჟანიძემ "ალანიასპორთან" მატჩში (5:0) გოლი გაიტანა, საგოლე გადაცემა გააკეთა და beinsportstr-მა თანაგუნდელ ადამა ტრაორესთან ერთად ტურის სიმბოლურ გუნდში შეიყვანა.
"ჰათაისპორის" საიტმა ლობჟანიძის გოლის ტრადიციულად აღნიშვნის ფოტო გამოაქვეყნა და წარწერაც დაურთო - "კაცი, რომელიც დროს აჩერებს".
საბამ ჩემპიონატის პირველ სამივე ტურში გაიტანა და ენტონი ნვაკაემესთან (ტრაბზონსპორი) და ჰაჯი რაიტთან (ანტალიასპორი) ერთად ბომბარდირია.