ახალგაზრდა ქართველი ნახევარმცველი მოსკოვის "ლოკომოტივში" გადავიდა

AutoSharing Option
მოსკოვის ცსკა-ს ყოფილი ნახევარმცველი, 21 წლის კონსტანტინ მარადიშვილი კარიერას იმავე ქალაქში, ოღონდ "ლოკომოტივის" რიგებში განაგრძობს.

ტრანსფერის განხორციელებაზე, მის შესახებ ჟურნალისტი ნობელ არუსტამიანი წერდა:

გასაკვირია, თუმცა რალფ რაგნიკმა და მისმა გუნდმა ცსკა-ს ორი არაძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელის გადმობირებაზე იმუშავეს.

აგვისტოში "ლოკომოტივმა" ნაირ ტიკნიზიანი იყიდა, ახლა კი მარადიშვილი გაიფორმა, რომელმაც ალეკსეი ბერეზუცკის მწვრთნელობისას მიმდინარე სეზონში მხოლოდ 80 წუთი ითამაშა.

"ლოკომოტივმა" კონსტანტინს იმაზე 4-ჯერ მეტი ხელფასი შესთავაზა, რასაც ცსკა-ში იღებდა. მშობლიურ კლუბში მარადიშვილი, დააახლოებით, 1 მილიონ რუბლს იღებდა. ტრანსფერის ფასი კი 5-7 მილიონ ევროში
მერყეობს და ნახავარმცველის თამაშზეა დამოკიდებული.

კლუბის შეცვლაში უდიდესი წვლილი კონსტანტინის მამამ, კობამ მიიღო, რომელიც ყოფილი ფეხბურთელია. ის შვილის კარიერას დიდ ყურადღებას აქცევს, ყველა მატჩს ესწრება და მეტწილად, გადაწყვეტილებებში მთავარ როლს ის არულებს." - დაწერა არუსტამიანმა ტელეგრამის თავის არხზე.

მოგეხსენებათ, სწორედ კონსტანტინ მარადიშვილის მამამ, რომელიც სამშობლოდან რუსეთში საცხოვრებლად კარიერის დასრულების შემდეგ გადავიდა, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას განუცხადა, რომ მისი შვილი ამ ეტაპზე საქართველოს ნაკრების რიგებში თამაშს არ აპირებს. აღსანიშნავია, რომ კონსტანტინის ბაბუა დღემდე საქართველოში ცხოვრობს.
მკითხველის კომენტარები / 20 /
ქართველი არის ის, ვინც არის საქართველოს მოქალაქე!
პროფესტო
03 სექტემბერი 2021 14:20
17
ვინ მოგცა შენ იმის უფლება რომ ვიღაც ქართველად ჩათვალო და ვინმე არა ???!!!
რით ხარ შენ სხვა ქართველზე უკეთესი ვინც საზღვარგარეთ ცხოვრობს , ქვის ხანაში ხარ ჩარჩრნილი და ცოტა დაუფიქრდი ვიდრე ენას გადმოაგდებ !!!
ოთო
03 სექტემბერი 2021 15:52
5
არასწორი ინტერპრეტაცია ის,რომ ის ვინც საქართველოს მოქალაქ არ არის ის არ არის ქართველი.ბევრი ქართველი არ არის არ არის საქართველოს მოქალაქე,მაგრამ ბევრი ვერც შეედრება ქართველობაში. ამ შემთხვევაში კი ეს ადამიანი ნამდვილად არ არის ქართველი!!
Beqa
03 სექტემბერი 2021 17:29
2
ყველა გამოხმაურება
შეცდომაა - ახალგაზრდა ქართველი ნახევარმცველი
სწორია - ახალგაზრდა რუსი ნახევარმცველი
სერგო
03 სექტემბერი 2021 13:44
2
ეს ბიჭი კი გამოგვადგებოდა ნაკრებში კანკავას შემცვლელად ნამდვილად კარგი ჩამშლელია და შეტევაშიც შეუძლია თამაში მაგრამ არ უნდა საქართველოს ნაკრებში ჩამოსვლა და რა გინდა რომ გაკეთო.
ზურა
03 სექტემბერი 2021 13:56
1
ქართველი, აფრიკაშიც ქართველია! ყველა ერშია კარგი და ცუდი! და რახან არ ფიქრობს და არ იქცევა ისე, როგორც ჩვენ, არ ნიშნავს, რომ ქართველი არაა!
მასე არც შადიმანი ყოფილა ქართველი.
ჟორჟიც ქართველია (ვენაცვალე) და კოსტიაც!
წიტაიშვილი (ჯიგრით ითამაშა, მადლობა), ეხლა ქართველია,თუ უკრაინელი? (მაგ ლოგიკით, რთული კითხვა უნდა იყვეს). )))
100%
03 სექტემბერი 2021 20:59
5
როგორი საწყენია - როცა ქართველი (წარმოშვებით) უარს ამბობს ჩვენს ლამაზ სამშობლოზე … თან რუსეთის გამო
ხომ ერა
04 სექტემბერი 2021 00:30
0
ჩემი შვილები საფრანგეთში დაიბადნენ და საფრანგეთის მოქალაქეები არიან ესეგი ქართველებად აღარ ქვთვლით ძმებო?
თორნიკე
03 სექტემბერი 2021 17:07
3
ჟორჟიც ეგრეა. საქმეს რო დაჭირდა აირჩია საქართველო და არის ქართველი. თუ შენი შვილები საფრანგეთ აირჩევენ იქნებიან ფრანგები, მარტივია ძალიან.
მარადაშვილი არის რუსი, აზაროვი არის ქართველი.
ჯიქია არია რუსი, ნავალოვსკი არის ქართველი.
წერტილი.
gatuzo
03 სექტემბერი 2021 19:13
2
ფრანგები არიან, ეთნიკურად ქართული წარმომავლობის.
პროფესტო
03 სექტემბერი 2021 19:15
5
ამ ეტაპზე არ აპირებს ხო?? ისე როგორც არაერთი იჭიმებოდა .. სხვა ეტაპზე ოღონდ მათამაშეთო “ჩალიჩს” დაიწყებს ფედერაციის ბოსებთან...
კაი ერთი
03 სექტემბერი 2021 14:01
4
კოსტიას მამამ (აგენტი) ამ ტრანსფერში 700 ათასი ევრო მიიღო საკომისიოდ.
სერგო
03 სექტემბერი 2021 19:01
0
ქართული გვარის მქონე, თორე ამ ადამიანმა გარკვევით თქვა და აირჩია რუსეთის მოქალაქეობა და რუსეთის ნაკრები. ასე, რომ გთხოვთ ნუ გვტენით ამ ინფორმაციას, სადაც უნდა იქ გადასულა და როგროც უნდა უთამაშია, ჩვენ ეს არაფერს გვაძლევს.
QT
03 სექტემბერი 2021 20:27
1
Saqartvelos moqalaqea qartveli
Roma ochamchireli
03 სექტემბერი 2021 16:00
4

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული