Marca: "ღამურები" მამარდაშვილის გამოსასყიდ თანხას ასახელებენ

AutoSharing Option
ესპანური გავლენიანი გამოცემა Marca გიორგი მამარდაშვილის როგორც საკლუბო, ასევე სანაკრებო ამბებზე წერს:

"ვალენსიამ" გადაწყვიტა, სექტემბრის სანაკრებო პაუზის შემდეგ გიორგი მამარდაშვილის გამოსყიდვის საკითხი გადაწყვიტოს.

ვინ არის მამარდაშვილი? - 20 წლის ქართველი, რომელიც გუნდში ძალიან დაბალი, დღევანდელ ვითარებაში სასაცილო შესყიდვის თანხით, თანაც, როგორც სათადარიგო გუნდის მეკარედ მოვიდა და დღეს მისი ღირებულება ყოველდღიურად იზრდება.

საქართველოს ნაკრების მეკარე გიორგი ლორია 35 წლისაა. ისინი ახლა კოსოვოსთან (0:1) დამარცხდნენ. ამან შესაძლოა, გზა ახალ თაობას გაუხსნას და მამარდაშვილი ესპანეთის ნაკრების წინააღმდეგ ძირითად შემადგენლობაში ვიხილოთ.

სექტემბრიდან კლუბებს აქტიური
კონტაქტი ექნებათ. გიორგის კონტრაქტის გამოსასყიდი თანხა მილიონი ევროა, მაგრამ "ვალენსიას" შეუძლია "კლაუსულა" 15 მილიონამდე გაზარდოს."

altმამარდაშვილი „ალავესთან“ მატჩის სასტარტოშია

alt"სანაკრებო პაუზის შემდეგ ბორდალასი ახლიდან გადაწყვეტს" - მამარდაშვილის შანსებზე ისევ მსჯელობენ

altსილესენის მაღალი ხელფასი მამარდაშვილის უთამაშებლობას არ ნიშნავს - ესპანური მედია




მკითხველის კომენტარები / 10 /
არ რცხვენიათ მაინც? ვალენსიას 20 წლის ძირითადი მეკარე, რომელსაც სილესენი უზის თადარიგში და 35 წლის გიორგი ლორია. ნუთუ სადავოა, რომ კარში მამარდაშვილი უნდა იდგეს? მხოლოდ იმაზე არაა საუბარი, რომელი უფრო საიმედოა დღეს. არსებითად არაფრისთვის ვიბრძვით ამ შესარჩევში და ცოტა წინ რომ გავიხედოთ, გვაწყენს?
რა გვეშველება?
21:12 03-09-2021
8
იმედია ესპანეთთან ძირითადში ვიხილავთ
ტოტტი
18:52 03-09-2021
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული