კვირკველიას გამო მოსკოვის "ლოკომოტივს" ფეხბურთელების რეგისტრაცია აუკრძალეს

AutoSharing Option
რუსეთის საფეხბურთო კავშირის დავების განმხილველმა პალატამ მოსკოვის "ლოკომოტივს" ახალი ფეხბურთელების რეგისტრაცია დროებით იმის გამო აუკრძალა, რომ გუნდის ყოფილი ფეხბურთელის, საბა კვირკველიას მიმართ დავალინება აქვს - სახელფასო და პრემიელურები. ბანი "ლოკოს" მაშინ მოეხსნება, როდესაც ქართველის წინაშე ფინანსურ ვალდებულებებს შეასრულებს.

"რკინიგზელებს" კვირკველიასთვის თანხა 2019-20 წლების სეზონისთვის აქვთ გადასახდელი.

საბა მოსკოვური გუნდის ღირსებას 2017 წლიდან იცავდა, ზაფხულში მისი რიგები თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვა და ახლა უგუნდოდაა.

მკითხველის კომენტარები / 4 /
ფულზე დავას,მერჩია საბას არგაშვებაზე ყოფილიყო დავა.არ ვიცი რა,რა სჭირს ამ ბიჭს.რა მონაცემები აქვს და ყველაფერზე ხელი აიღო.
სოსო
04 სექტემბერი 2021 11:01
0
მაგ დონის ფეხბურთელი სიომინმა, გერკუსმა და კიკნაძემ დოლარის მილიონერად აქციეს. თქვი მადლობა და წადი რა.ბორჩალო კი არაა, ლუპით უყურებს მთელი ფიფა, ვინ გაიხდის საშაროდ საქმეს.
დათო
03 სექტემბერი 2021 22:11
11
რეებს ბოდიალობ ????
ზურა222
04 სექტემბერი 2021 13:29
0
სიომინს არავინ არაფერი არ დაუყენებია. რუბინში ჩამოყალიბდა საბა და რუბინში იყო როცა მაგ სიომინის კიევის "დინამო" ჩემპიონთა ლიგიდან გამოთიშა. რაშიც სერიოზული როლი ითამაშა. ეგ მწარე მარცხი გადაიტანა სიომინმა და საბა მაგის მერე აიყვანა. ხოლო როცა საბას ინგლისში გადასვლაზე მიდგა საქმე, მაგის თაობაზე კლუბის დახურულ ყრილობაზე გამოვიდა სიტყვით სიომინი და ... "ძირითადი შემადგენლობის არცერთი ფეხბურთელი კლუბს არ დატოვებს!" მისი სიტყვები ასეთი იყო. მაგით დაიხურა საკითხი მისი სიტყვები გადამწყვეტი იყო.
Istoria.
04 სექტემბერი 2021 01:15
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული