უდიდესი წარმატება! ლა ლიგამ მამარდაშვილის სეივი თვის საუკეთესოდ დაასახელა! [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ლა ლიგის ოფიციალურმა "იუთუბ არხმა" აგვისტოს თვის საუკეთესო სეივები გამოაქვეყნა. ჩვენდა გასახარად, 1-ელ ადგილს გიორგი მამარდაშვილის "ხეტაფესთან" ბოლო წამზე შესრულებული სეივი იკავებს!

შეგახსენებთ, "მამარდამ" "ღამურების" შემადგენლობაში ესპანეთის უმაღლეს ლიგაში 3 შეხვედრა გამართა და მხოლოდ 1 გოლი გაუშვა.

"ვალენსია" მომდევნო შეხვედრას 12 სექტემბერს, "ოსასუნას" წინააღმდეგ გამართავს, ჩვენებური კი, დიდი ალბათობით, ძირითად შემადგენლობაში იქნება; 12 რიცხვამდე კი, ხვალ, 8 სექტემბერს, საქართველოს ნაკრები ბულგარეთს ესტუმრება. მიეცემა თუ არა გიორგის თავის გამოჩენის შანსი, ჯერჯერობით უცნობია.

მკითხველის კომენტარები / 13 /
უკვე მეშინია... ამდენი პრესით ჯერ ჩაკვეტაძე დაითარსა, შემდეგ კვარაცხელია, ეხლა მამარდაშვილზეა აჟიოტაჟი
გიორგი
07 სექტემბერი 2021 18:16
0
ესპანეთი აღიარებს, საქართველო არა :(
ზვიადი
07 სექტემბერი 2021 16:26
3
ასეთი დეგრადირებულები ვართ სამწუხაროდ!
გეგი
07 სექტემბერი 2021 18:02
0
ლორია მართლა იყო ძლიერი მეკარე, მაგრამ ახლა მამარდაშვილი სჯობია ბევრად!!!
ზაზა
07 სექტემბერი 2021 14:59
2
რამდენი უნდა დავაკენტარო-ლორია,ვაკო,ჯანო,ოქრიაშვილი,ჯიღაური-ამათი შანტრაპა გასაშვებია..მითუმეტეს ამ ციკლში შანსი არა გვაქვს და ახალი გუნდია გასაკეთებელი..
დიდი პატივისცემა და მადლობა,მაგრამ ჯაბა და კაშიაც უნდა მიყვნენ-არანაერი უმადურობა,უბრალოდ მომავლის გუნდია ასაწყობი.
Levani
07 სექტემბერი 2021 14:20
3
ესპანეთთან თამაში ვინ წააგო? ყველა თამაშში ლორია მინიმუმ ერთ უხეშ შეცდომას უშვებს. მეტი რა უნდა გააკეთოს მამარდაშვილმა, რომ ძირითადის მეკარე გახდეს?! დაანებეთ თავი ამ ძველებს, მადლობა და გაუშვით რა სახლში.
07 სექტემბერი 2021 13:32
6
ლორიამ წააგო ესპანეთთან თამაში?!!!

ყველაფერი კი არ უნდა თქვა ადამიანმა რაც მოგადგება! კიდევ კარგი არ ითამაშა მამარდაშვილმა! იმედია გაიაზრებთ რასაც ვგულისხმობ!
დ-ს bs
07 სექტემბერი 2021 16:43
1
კიდევ კარგი რომ არ იყო ძირითადში, 4 ბურთს მაინც გაუშვებდა და გაბანძდებოდა მიუხედავად იმისა კარგად ითამაშებდა თუ არა პირადად, ლორიასათვის კი დააყენებდა თუ არა ძირითადში დიდი მნიშვნელობა არა აქვს ისედაც მშვენივრად იცის ყველამ და თვითონაც რომ კარგი დონის ,,კიპერია" და დასამტკიცებელი არაფერი აქვს. ასე რომ ძალიანაც კარგი ამ საშინელ თამაშებში რომ არ დააყენა, ბულგარეთთან კი ალბათ ათამაშებს და სწორიც იქნება, რადგან მიუხედავად ლორიას კარგი თამაშისა ისიც იმსახურებს შანსს
დ-ს
07 სექტემბერი 2021 16:36
1
ყველა ნორმალურ ნაკრებში თუ გუნდში, მკარეს რომელსაც ერთ თამაშში 6 გოლი გაუტანეს 4+2 მისი დანაშაული, რომ არ იყოს მაინც ცვლინ ფსიქოლოგიური ტრამვის გამო.
me
07 სექტემბერი 2021 13:21
0
ლორია ესპანეთთან ორივე თამაშში არადამაჯერებელი იყო,რამდენიმე გოლი მის კისერზეა,გასაგებია ასაკშია და ისედაც სად თამაშობს რა გუნდში,რატომ არ ათამაშებენ ამ ბიჭს?მითუმეტეს ერთადერთი ტოპ ლიგის მოთამაშეა ნაკრებში
ნათია
07 სექტემბერი 2021 12:40
2
8- შიც თუ არ ათამაშა ამხანაგური
მაშინ ეჭვგარეშეა კლანი მართავს
ქართულ ფეხბურთს
თენ-გო
07 სექტემბერი 2021 12:27
4
აზრი? ლორია მაინც N1 -იაო.
შაკო
07 სექტემბერი 2021 12:07
3
კიდევ კარგი, ესპანეთთან არ ითამაშა
zviadi
07 სექტემბერი 2021 11:40
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული