Eurosport: მამარდაშვილი ევროპის დიდ კლუბებს აინტერესებთ!

AutoSharing Option
Eurosport-ის ესპანურმა ბიურომ გიორგი მამარდაშვილის შესახებ სტატია გამოაქვეყნა.

თავდაპირველად, მასალაში საუბარია იმაზე, რომ მამარდაშვილი, რომელსაც შანსი მშობლიურმა თბილისის "დინამომ" არ მისცა და "ვალენსიაშიც", როგორც სათადარიგო მეკარე, ისე ჩავიდა, გუნდის ძირითად კიპერად იქცა.

ამის შემდეგ Eurosport-ი გიორგის მომავალზე საუბრობს:

"ის ე.წ. დიდი ზომის კიპერია (199 სმ), რომელიც ფეხით კარგად თამაშობს, რაც დღეს ევროპაში ძალიან ფასობს. ვალენსიურ კლუბს შეუძლია 800 ათასი ევრო იანვრამდე გადაიხადოს და მამარდაშვილი შეისყიდოს. მეკარე მიმზიდველი ევროპის დიდი კლუბებისთვის გახდა. ამიტომ "ღამურები" მის გამოსასყიდ თანხას 15 მილიონს გახდის."

Valenciaplaza
კი გუნდის განვლილ მატჩებს განიხილავს და ქართველ კიპერს სოლერთან, გუედესთან და გაიასთან ერთად, გულშემატკივრების ერთ-ერთ მთავარ გმირად მოიხსენიებს.

"ამ ბიჭებმა გუნდი ნეგატიური დონიდან გამოიყვანეს" - წერს გამოცემა.

შეგახსენებთ, გიორგის სეივი ლა ლიგაში თვის საუკეთესოდ დაასახელეს.

altუდიდესი წარმატება! ლა ლიგამ მამარდაშვილის სეივი თვის საუკეთესოდ დაასახელა! [VIDEO]


მკითხველის კომენტარები / 7 /
კვარაცხელიაზე წერას მორჩით? არ იყიდეს 35 მილიონად? ეხა მამარდას ყიდით 15ში? სეილები არი დაგეგმილი საახაწლოდ?
მე
08 სექტემბერი 2021 12:23
0
კვარაცხელიას შეეშვით და ეხლა ამ ბიჭზე დაიწყეთ ხო??? აქამდე წერდა ყველა ფეხი გამოსასწორებელი აქო ეხლა ფეხით ძალიან მაგრად თამაშობსო ვეღარ გაიგებ მართალს რაა..
wtf
08 სექტემბერი 2021 07:48
0
ვინც ფიფიას ჩარევის გარეშე დაგეგმა თავისი კარიერა , ყველამ მოიგო . სადაც ფიფია ჩაერია , ყველას აერია კარიერა , უმეტესობას ან სათამაშო დროის პრობლემა აქვს სადაც გაყიდეს ან საერთოდ განაცხადში ვერ ხვდება . ჩაკვეტაძესაც , რომ ფიფიას გარეშე დაეგეგმა თავისი მომავალი , ისეთი მწვრთნელები შეხვდებოდა ბაიერნში , რომლებიც ახალგაზრდების განვითარებაზე ზრუნალდნენ : ფლიკიც და ეხლა ნაგელსმანიც . ჯაკობიას იმედზე ჩემი მტერი იყოს .
ATP 16
07 სექტემბერი 2021 19:19
0
საერთოდ ნებისმიერი ყოფილი ქართველი ფეხბურთელის იმედზე იყოს ჩემიმტერი,არაფერს არმიუღწევიათ და. რაუნდათ ხიზანას და დვალიშვილს ნაკრებში. დვალიშვილს ბათუმშიც რაუნდა სიგარეტის გაბოლების პრიმერს იძლევა?
iraklibatumi
07 სექტემბერი 2021 21:54
1
თბილისის დინამომ მეკარის ცუდი თამაშისგამო წააგო ლიგის და ევროპის თამაშები და მამარდაშვილი გაუშვა.მაშ ფიფია უნდა უნდა იყოს დინამოს სათავეში?
ჟორიკა
07 სექტემბერი 2021 16:45
1
სანიოლის ფრანგულად დაუწერეთ იქმება იმოქმედოს . მხოლოდ ამხანაგირისთვის კი არა ნაკრებისნპირველ მეკარედ უნდა იყოს. ვეტერანებს დიდი მადლობა მაგრამ ახალგაზრდებზე უნდა გააკეთო აქცენტი . ვილიკო
ემიგრანტი
07 სექტემბერი 2021 16:44
4
მოდი და ეხლა დინ თბ-ის 'მენეჯმენტზე' (მართვაზე) სერიოზულად ილაპარაკე!
გიორგი
07 სექტემბერი 2021 16:28
0

სიახლეები პოპულარული