Eurosport: მამარდაშვილი ევროპის დიდ კლუბებს აინტერესებთ!

AutoSharing Option
Eurosport-ის ესპანურმა ბიურომ გიორგი მამარდაშვილის შესახებ სტატია გამოაქვეყნა.

თავდაპირველად, მასალაში საუბარია იმაზე, რომ მამარდაშვილი, რომელსაც შანსი მშობლიურმა თბილისის "დინამომ" არ მისცა და "ვალენსიაშიც", როგორც სათადარიგო მეკარე, ისე ჩავიდა, გუნდის ძირითად კიპერად იქცა.

ამის შემდეგ Eurosport-ი გიორგის მომავალზე საუბრობს:

"ის ე.წ. დიდი ზომის კიპერია (199 სმ), რომელიც ფეხით კარგად თამაშობს, რაც დღეს ევროპაში ძალიან ფასობს. ვალენსიურ კლუბს შეუძლია 800 ათასი ევრო იანვრამდე გადაიხადოს და მამარდაშვილი შეისყიდოს. მეკარე მიმზიდველი ევროპის დიდი კლუბებისთვის გახდა. ამიტომ "ღამურები" მის გამოსასყიდ თანხას 15 მილიონს გახდის."

Valenciaplaza
კი გუნდის განვლილ მატჩებს განიხილავს და ქართველ კიპერს სოლერთან, გუედესთან და გაიასთან ერთად, გულშემატკივრების ერთ-ერთ მთავარ გმირად მოიხსენიებს.

"ამ ბიჭებმა გუნდი ნეგატიური დონიდან გამოიყვანეს" - წერს გამოცემა.

შეგახსენებთ, გიორგის სეივი ლა ლიგაში თვის საუკეთესოდ დაასახელეს.

altუდიდესი წარმატება! ლა ლიგამ მამარდაშვილის სეივი თვის საუკეთესოდ დაასახელა! [VIDEO]


მკითხველის კომენტარები / 7 /
თბილისის დინამომ მეკარის ცუდი თამაშისგამო წააგო ლიგის და ევროპის თამაშები და მამარდაშვილი გაუშვა.მაშ ფიფია უნდა უნდა იყოს დინამოს სათავეში?
ჟორიკა
16:45 07-09-2021
1
მოდი და ეხლა დინ თბ-ის 'მენეჯმენტზე' (მართვაზე) სერიოზულად ილაპარაკე!
გიორგი
16:28 07-09-2021
0

სიახლეები პოპულარული