"ალმერიას" მაკარიძე დააკლდება - ქართველ კიპერს ნაკლებად ენდობიან

AutoSharing Option
Lavozdealmeria გიორგი მაკარიძის გუნდის მზადების შესახებ წერს. ქართველი მეკარე 4 სექტემბერს "მალაგასთან" მოგებულ (2:0) მატჩში სათადარიგოთა სკამზე იყო და "ალმერიას" უახლოეს ტურშიც ვერ დაეხმარება:

"მთავარმა მწვრთნელმა რუბიმ თეორიული განხილვა ჩაატარა. 12 სექტემბერს, "პონფერადინას" წინააღმდეგ, გიორგი მაკარიძე გუნდს დააკლდება. ამ მატჩისთვის ფერნანდო და ფუოლი მოემზადებიან. გუნდში კარგი განწყობაა, რადგან "ალმერიას" 4 ტურის შემდეგ 9 ქულა აქვს."

საქართველოს ნაკრების მეკარეს გასული სეზონის პლეი-ოფის შემდეგ ნაკლებად ენდობიან - მიმდინარე სეგუნდაში მხოლოდ ერთხელ, "ამორებიეტასთან" წაგებულ (1:2) შეხვედრაში იასპარეზა.

მაკარიძემ სანიოლის სადებიუტო მატჩები კლუბის თხოვნის
გამო გამოტოვა. საქართველოს ნაკრების თავკაცმა კოსოვოსთან მატჩისწინა პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ "ალმერიას" კიპერს "ჯვაროსნების" ოთხ ძირითად კარის დარაჯში განიხილავს.

altსანიოლი: მამარდაშვილი?!... ცვლილებების მიზეზს ვერ ვხედავ

altესპანური მედია მაკარიძის უთამაშებლობას განიხილავს

მკითხველის კომენტარები / 1 /
შარშან სერიოზული შეცდომები დაუშვა და ველოდი კიდეც ამა!
kaxa
18:37 08-09-2021
1

სიახლეები პოპულარული